20 მარტი, 2014
''X-ფაქტორის'' ჟიურის ოთხივე წევრი ცნობილია – ექსტრავაგანტური თამთა ''რუსთავი 2''-ზე
საბერძნეთში მისი კარიერია შოუდან ''სუპერ აიდოლი'', დაიწყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა მალე ''რუსთავი-2''-ის ეთერში მსოფლიოში ცნობილი და ძალიან პოპულარული პროექტის ''X-ფაქტორის'' ქართული ვერსია გავა. დიდი ხანია, ტელეკომპანია გულმოდგინედ ემზადება გრანდიოზული მუსიკალური შოუს დასაწყებად. პროექტს საკმაოდ საინტერესო ფორმატი აქვს, მონაწილეებს პირდაპირ ცოცხალი აუდიტორიის წინაშე უწევთ კასტინგის გავლა, ხოლო ჟიურის წევრები მათი მენტორები ხდებიან.

''რეიტინგი'' პირველი გახლდათ, რომელმაც ჟიურის პირველი წევრის ვინაობა გამოაქვეყნა. ეს გახლავთ ''არჩევანის'' წამყვანი, გიორგი გაბუნია, რომელიც მაყურებელს ''მაესტროდანაც'' ახსოვს, შესაბამისად, მას მუსიკალურ ტელევიზიასთან
აქტიური შეხება ჰქონდა და მუსიკის სფეროში საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს.

ჩვენი საიტისთვის უკვე გახდა ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ჟიურის წევრების დანარჩენ სამ სკამს - ესენი არიან მუსიკოსი, მომღერალი და ''რუსთავი-2''-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, სოფო ტოროშელიძე, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელსაც, როგორც ჟიურის წევრს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მიღებული ''ახალი ხმის'' სამ სეზონზე. მაყურებელს ძალიან დიდი სიურპრიზი ელის, ვინაიდან საბერძნეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი თამთა გოდუაძე იქნება ჟიურის მეოთხე წევრი.

შეგახსენებთ, თამთა ბერძნებმა არაერთხელ დაასახელეს საუკეთესო მომღერლად. ის პოპის ჟანრში მუშაობს. ცნობილია ძალიან თამამი და ექსტრავაგანტური ჩაცმულობით. თამთა დიდი ხანია, საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი სიმღერები ამ ქვეყნის ჩარტებში მუდმივად მოწინავე პოზიციებს იკავებს.

თამთა 1981 წლის 10 იანვარს საქართველოში დაიბადა. ხუთი წლიდან დაიწყო სიმღერა, სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, ბალეტს. საქართველოში გახდა მუსიკალური კონკურსების გამარჯვებული. აქვე მიიღო უმაღლესი განათლებაც, უცხო ენათა ინსტიტუტში რუსული და ინგლისური ენები შეისწავლა, ხოლო 22 წლისამ საბერძნეთს მიაშურა ბედის საძიებლად. აღსანიშნავია, რომ მას თან ახლდა შვილი, რომელიც ძალიან ადრე, 14 წლისამ გააჩინა.

საბერძნეთში მისი კარიერია შოუდან ''სუპერ აიდოლი'', დაიწყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. იმავე წელს გამოჩნდა მისი პირველი სინგლი, რომელიც რადიოჰიტად იქცა.

თამთა გოდუაძეს ქართულ აუდიტორიასთან ხშირი შეხება სწორედ ''X-ფაქტორის'' შოუზე მოუხდება პირველად. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები ახალ შოუში და რით დაგვამახსოვრებენ თავს ჟიურის წევრები.







FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ანნნა
მიხარიააააა უძლიერესიააა
11:43 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
იოანა
ძალიან მიხარია თამთას ჟიურში რომ ვიხილავ.უნიჭიერესი მომღერალია,მართლაც ძალიან უყვართ ბერძნებს.არაჩვეულებრივი ადამიანია.
17:02 / 21-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
ძალიან კარგი ჟიურია მარტლაც მაგრამ ცოტა გაუგებარია ორგანიზატორების მხრიდან. საკართველოში ვისაც ექს-ფაქტორი საკუტარ ტყავზე აკვს გამოხდილი და იცის რაც არის ეს ნინი შერმადინია. ძალიან გამიკვირდა რომ ნინი არ მიიწვიეს ჟიურიში. თუმცა აკვე დავძენ რომ თამთა გაცილებიტ მაგალი კლასის მკონე მომგერალია და მართლაც სურპრიზია ქართველებისტვის.
10:19 / 21-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS