ნებისმიერ დახლთად და ბართან იგრძნობოდა პროტესტი - მაგალითად სტარტაპი „Tasma.ge” უფასოდ არიგებდა თასმებს წარწერით - „mycountryisoccupiedbyRussia“ .
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ფესტივალზე არაერთი მუსიკოსი გამოეხმაურა, მათ შორის თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ჯგუფის UNKLE-ის სოლისტი. მან ახალგაზრდებს შემდეგი სიტყვებით მიმართა.
"მინდა მოგმართოთ ახალგაზრდებს, ჩვენ აქ შეკრებილი ვართ სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანები, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ. თუ გვინდა ნაგვიდან ამოვიდეთ, ერთად უნდა ვიდგეთ და ამის მთავარი ძალა, სიყვარული და ახალგაზრდებია".
პირველ დღეს სცენა ქართველმა ჰედლაინერებმა გახსნეს : „Four Dimensional Monster Lobsters”, „St.Nudes“ , „LOUDspeakers“ და „MokuMoku“ - გვიან ღამით კი ფესტივალის სტუმრებს “Franz Ferdinand” - მა ნამდვილად დაუვიწყარი წუთები აჩუქა, ყველაზე მნიშნვნელოვანი მათი გამოსვლიდან გემოვნებიან მუსიკასთან ერთად , “Georgia”-ს მაგივრად გამოთქმით ნასწავლი „საქართველო“ დაგვამახსოვრდა გემოვნებიან მუსიკასთან ერთად.
ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია შუადღის სამი საათიდან, ასევე თბილისის მერიის დახმარებით, ფესტივალის დღეებში (21-23 ივნისი) დელისის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ფესტივალის შესასვლელამდე და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსები ყოველდღე.
აქვე დაგხვდებათ მედ პუნქტები , დაკარგული ნივთების პუნქტი, კემპინგის ზონა და სხვა მრავალი დეტალი რაც სტუმრების სრულს უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.
Tbilisi Open Air – 23 ივნისს დასრულდება და სამი დღის მანძილზე ისეთ ცნობილ არტისტებს უმასპინძლებს როგორებიც არიან: არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში - 70-მდე
შემსრულებელი.
#მუსიკაათავისუფლებს