17 ივნისი, 2019
ანუკი არეშიძემ ქორწილისთვის სამი კაბა შეიკერა - ვინ ვერ მოახერხა წყვილის ქორწილში ჩამოსვლა
კახა კალაძისა და ანუკა არეშიძის წყვილმა ოცნება 11 წლის შემდეგ აისრულა და ქორწილი გადაიხადა. "სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი უკვე ნა­ყი­დია, ჩემი კაბა ერთი წე­ლია, კა­რა­და­ში კი­დია. კოს­ტუ­მი კა­ხი­მაც შე­ი­ძი­ნა", - აცხა­დებდა ანუკი 2011 წელს მიცემულ ინტერვიუში, სადაც ისიც თქვა, რომ წყვილის ქორწილში ჯორჯო არმანი იქნებოდა მიწვეული.

მას შემდეგ წლები გავიდა, თუმცა, წყვილმა ქორწილი მხოლოდ ახლახანს გადაიხადა. ისინი ჯვრისწერამდე პატრიარქმა მიიღო, შვილები მოუნათლა და ოჯახი დალოცა.

Rating

ნათლობის შემდეგ, წყვილი გაემგზავრა კახეთში, სადაც ორდღიანი გრანდიოზული საქორწინო წვეულება მოეწყო.

ანუკის
ჯვრისწერაზე ეცვა თეთრი კაბა, რომელსაც მხრები ჰქონდა მოშიშვებული და ულამაზესი თეთრი ბაფთა ამშვენებდა.

Rating

წყვილის ჯვრისწერა შედგა გრემში, საიდანაც სტუმრებმა პრესტიჟულ სასტუმროში "რედისონში" გადაინაცვლეს.

სასტუმრო წვეულებისთვის დახურული იყო და საქორწინოდ ულამაზესად იყო მორთული.

Rating

ანუკიმ ჯვრისწერის შემდეგ კაბა გამოიცვალა და ოქროსფერი სამოსი მოირგო. საქორწინო სუფრის წამყვანი თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე გახლდათ.

Rating

წყვილმა ტრადიცია არ დაარღვია და გაჭრა უზარმაზარი საქორწინო ტორტი, რომელიც ჟოლოს მარცვლებით იყო დაფარული.


ბუნებრივია, გართობა მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ განწყობის შექმნაზე სოფო ბათილაშვილმა, სტეფანემ, დათო არჩვაძის ჯგუფმა და მუსიკალურმა დიჯეიმ იზრუნეს.

ქორწილი კვირასაც გაგრძელდა, ამჯერად სტუმრებმა წყვილთან ერთად, ვენახში გაისეირნეს, ჩურჩხელების მომზადების პროცესი ნახეს და ა.შ.

მუსიკოსები წყვილს თელავის ქართულ ტურზეც ახლდა, მათ განწყობაზე ანსამბლი თეატრალური კვარტეტი ზრუნავდა. 


Rating



როგორც იცით, კახა კალაძე არა ერთ საფეხბურთო ვარსკვლავთან მეგობრობს, თუმცა, განსაკუთრებული მეგობრობა აქვს შევჩენკოსთან. ჯორჯო არმანის მსგავსად, ქორწილში მის გამოჩენასაც ველოდებით, თუმცა, ის საქართველოში არ ჩამოვიდა. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS