მას შემდეგ წლები გავიდა, თუმცა, წყვილმა ქორწილი მხოლოდ ახლახანს გადაიხადა. ისინი ჯვრისწერამდე პატრიარქმა მიიღო, შვილები მოუნათლა და ოჯახი დალოცა.
ნათლობის შემდეგ, წყვილი გაემგზავრა კახეთში, სადაც ორდღიანი გრანდიოზული საქორწინო წვეულება მოეწყო.
ანუკის
წყვილის ჯვრისწერა შედგა გრემში, საიდანაც სტუმრებმა პრესტიჟულ სასტუმროში "რედისონში" გადაინაცვლეს.
სასტუმრო წვეულებისთვის დახურული იყო და საქორწინოდ ულამაზესად იყო მორთული.
ანუკიმ ჯვრისწერის შემდეგ კაბა გამოიცვალა და ოქროსფერი სამოსი მოირგო. საქორწინო სუფრის წამყვანი თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე გახლდათ.
წყვილმა ტრადიცია არ დაარღვია და გაჭრა უზარმაზარი საქორწინო ტორტი, რომელიც ჟოლოს მარცვლებით იყო დაფარული.
ბუნებრივია, გართობა მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ განწყობის შექმნაზე სოფო ბათილაშვილმა, სტეფანემ, დათო არჩვაძის ჯგუფმა და მუსიკალურმა დიჯეიმ იზრუნეს.
ქორწილი კვირასაც გაგრძელდა, ამჯერად სტუმრებმა წყვილთან ერთად, ვენახში გაისეირნეს, ჩურჩხელების მომზადების პროცესი ნახეს და ა.შ.
მუსიკოსები წყვილს თელავის ქართულ ტურზეც ახლდა, მათ განწყობაზე ანსამბლი თეატრალური კვარტეტი ზრუნავდა.
როგორც იცით, კახა კალაძე არა ერთ საფეხბურთო ვარსკვლავთან მეგობრობს, თუმცა, განსაკუთრებული მეგობრობა აქვს შევჩენკოსთან. ჯორჯო არმანის მსგავსად, ქორწილში მის გამოჩენასაც ველოდებით, თუმცა, ის საქართველოში არ ჩამოვიდა.