საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კახა კალაძე და მისი ოჯახი დალოცა.
„დღეს მოინათლნენ ბ-ნ კახის უმცროსი შვილები და მათი ნათლია მისი უწმინდესობა გახდა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
კახა კალაძის უფროსი ვაჟი ლევან კალაძე 2011 წელს მოინათლა. ვაჩე, კახი და ნიკოლა დღეს გაქრისტიანდნენ.
ბავშვების ნათლიები, პატრიარქის გარდა, ცნობილი ექიმები და ბიზნესმენები არიან.