AMBEBI.GE-მ სცადა ლევან როსტოშვილთან დაკავშირება, თუმცა, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დავუკავშირდით მსჯავრდებულის ადვოკატს მალხაზ სალაყაიას, რომელმაც ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა:
"გიდასტურებთ, ლევან როსტოშვილი თავისუფალია და თავს კარგად გრძნობს. ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა და ამის გადაწყვეტილება, მისი ქცევიდან გამომდინარე მიიღო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ", - აღნიშნა ადვოკატმა. განაგრძეთ კითხვა: