6 ივნისს ჯანეტმა წინა საქორწინო წვეულება სასტუმრო სტამბაში მოაწყო, წვეულების ორგანიზების პროცესში ჯანეტის მეგობრებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები L’Officiel Austria-ს გამომცემელი ანნა ვერგალსკაია და „მის ინდონეზია“ ანინდა პუტრი.
მის საქართველო 2011-ის მეგობრების ჩაცმულობაზე ყველასთვის ცნობილმა ქართულმა ბრენდებმა Dalood-მა
პატარძლის მეგობრებმა სადა და ერთი სტილის კაბები მოირგეს. ჯანეტმა კი არჩევანი თეთრ და მინიმალისტურ სტილზე შეაჩერა.
ჯანეტს ქორწილში აცვია ულამაზესი და განსხვავებული საქორწინო კაბა, რომელიც თამარ მეფის სამოსელს მოგაგონებთ, მას თავზე გვირგვინი უკეთია.
რაც შეეხება ნოეს, ის თეთრ ჩოხაშია გამოწყობილი. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ნოეს მეჯვარეები დეტექტივი გია ბესელია, გოგიტა ზაქრაძე და ირაკლი მაქაცარია, ხოლო ჯანეტის მეჯვარებიი საზოგადოებისთვის უცნობი სახეები არიან.
პატარძალი რესტორანში, ხელის მოწერის ცერემონიალზე მამამ მიიყვანა. წყვილმა სპეციალურად ქორწილისთვის დადგმული ცეკვა შეასრულა.