09 ივნისი, 2019
ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის ზღაპრული ქორწილის დეტალები
ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი დაქორწინდნენ. წყვილის ქორწილი რესტორან "ბაგრატიონში" ამ წუთებში მიმდინარებს. ქორწილში უამრავი ცნობილი სახეა შეკრებილი.

6 ივნისს ჯანეტმა წინა საქორწინო წვეულება სასტუმრო სტამბაში მოაწყო, წვეულების ორგანიზების პროცესში ჯანეტის მეგობრებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები L’Officiel Austria-ს გამომცემელი ანნა ვერგალსკაია და „მის ინდონეზია“ ანინდა პუტრი.

Rating

მის საქართველო 2011-ის მეგობრების ჩაცმულობაზე ყველასთვის ცნობილმა ქართულმა ბრენდებმა Dalood-მა
და Elosh-მა იზრუნეს.

პატარძლის მეგობრებმა სადა და ერთი სტილის კაბები მოირგეს. ჯანეტმა კი არჩევანი თეთრ და მინიმალისტურ სტილზე შეაჩერა.

Rating

ჯანეტს ქორწილში აცვია ულამაზესი და განსხვავებული საქორწინო კაბა, რომელიც თამარ მეფის სამოსელს მოგაგონებთ, მას თავზე გვირგვინი უკეთია.

Rating

რაც შეეხება ნოეს, ის თეთრ ჩოხაშია გამოწყობილი. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ნოეს მეჯვარეები დეტექტივი გია ბესელია, გოგიტა ზაქრაძე  და ირაკლი მაქაცარია, ხოლო ჯანეტის მეჯვარებიი საზოგადოებისთვის უცნობი სახეები არიან.


Rating

პატარძალი რესტორანში, ხელის მოწერის ცერემონიალზე მამამ მიიყვანა. წყვილმა სპეციალურად ქორწილისთვის დადგმული ცეკვა შეასრულა. 

Rating
Rating
Rating

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS