09 ივნისი, 2019
ჯანეტ ქერდიყოშვილმა გლამურული წინასაქორწინო წვეულება მოაწყო
ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილი ემზადება გრანდიოზული ქორწილისთვის, რომელიც ძალიან მალე გაიმართება, თუმცა, დეტალები ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია.

6 ივნისს წყვილმა მოაწყო წინასაქორწინო წვეულება, რომელიც ზუსტად ისეთივე გლამურული გამოვიდა, როგორიც ჯანეტს შეეფერება.

Rating


წვეულების ორგანიზების პროცესში ჯანეტის მეგობრებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები L’Officiel Austria-ს გამომცემელი ანნა ვერგალსკაია და „მის ინდონეზია“ ანინდა პუტრი.

მის საქართველო 2011-ის მეგობრების ჩაცმულობაზე ყველასთვის ცნობილმა ქართულმა ბრენდებმა Dalood-მა და Elosh-მა იზრუნეს.

პატარძლის მეგობრებმა სადა და ერთი სტილის კაბები მოირგეს. ჯანეტმა კი არჩევანი
თეთრ და მინმალისტურ სტილზე შეაჩერა.

მაშინ როდესაც ჯანეტი წინასაქორწინო წვეულებას გლამურულად აღნიშნავდა, ნოე სულაბერიძე მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ქეიფობდა. 

RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS