06 ივნისი, 2019
ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპი სპილბერგმა გადაიღო
ეს კვირა ქართული შოუ-ბიზნესისთვის ნამდვილად ნაყოფიერი გამოდგა, რადგან ქართულ მუსიკალურ სივრცეს ორი ახალი კლიპი შეემატა.

გუშინ საკუთარ თაყვანისმცემლებს მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა უმასპინძლა და ახალ სიმღერაზე "რომ მიყვარდი" კლიპი წარუდგინა.


Rating

სიმღერის ავტორი მომღერალი თემო საჯაიაა, რომელთანაც ვერიკომ გასულ წელს დუეტი ჩაწერა და მალევე გაჰიტდა.

ვერიკო ტურაშვილის კლიპის პრეზენტაცია მის მეგობარს, მომღერალ აჩიკო მეფარიძეს მიჰყავდა, ტურაშვილის პირველი ნაბიჯები დიდ შოუ-ბიზნესში სწორედ აჩიკო მეფარიძეს უკავშირდება და შესაბამისად, მათი მეგობრობა, რომელიც 20 წელს ითვლის, ხშირად საქმიან სახესაც იღებს.

Rating

ვერიკო
ტურაშვილი: სიმღერის ავტორი არის ჩემი უძვირფასესი მეგობარი თემო საჯაია, არანჟირება კობა გიორგაძეს ეკუთვნის. ნაფიქრი სიმღერაა, რომელსაც სული ჩაუდგა აჩიკო მეფარიძემ, სწორედ მისი დამსახურებაა ამ კლიპის გადაღება. ვიდეორგოლის რეჟისორია სერიოგა სპილბერგი. მე მგონია, რომ ახლა ისე ვიმღერე, როგორც დიდი ხანია, არ მიმღერია, კლიპიც მომწონს ვიზუალურად, ეტყობა აჩიკო მეფარიძის ხელი და იმედია, მაყურებელსაც მოეწონება.


RatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS