მართალია, წარმოუდგენელია, მაგრამ მსახიობი ეკა კახიანი ორი შვილიშვილის ბებიაა და მალე სამგზის ბებიაც გახდება. ეკა შვილიშვილების აღზრდაში აქტიურადაა ჩართული, თუმცა, არც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ავიწყდება და ისეთ ფორმაშია, ნებისმიერ მოდელს შეშურდება. ამჯერად ჩვენი ყურადღება ეკა კახიანის ქალიშვილმა. ანასტასია თოფურიძემ მიიპყრო.
უმშვენიერესი მოდელი, მეუღლესთან ერთად, საბერძნეთის ზღაპრულ კუნძულზე ისვენებს და ინსტაგრამის მიმდევრებს ახალი ფოტოებით აქტიურად ანებივრებს.
ანასტასია ორსულადაა, როგორც მისი პირადი გვერდიდან ირკვევა, ის უკვე შვიდი თვის ორსულია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრ
და მოდელი შესაშურ ფორმაშია.
ანასტასია თოფურიძეს და მის მეუღლეს 5 წლის ვაჟი ლადო ჰყავთ.