ეს კლიპი ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის.
როგორც რუსა მორჩილაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, სიმღერა "ამაღამ", რამდენიმე წლის წინ მან სწორედ ნინო ჩხეიძისთვის დაწერა.
რაც შეეხება უშუალოდ ვიდეორგოლს, მომღერალმა კლიპი თბილისში გადაიღო, სადაც ძველი თბილისის ლამაზი ხედები და ქუჩები განსაკუთრებული სილამაზითაა წარმოჩენილი.
სტუმრებს შორის არაერთი ცნობილი ადამიანი იყო, მათ შორის ცნობილი ქართველი პროდუსერი ზაზა შენგელია, სალომე ბაკურაძე, ნინი ქარსელაძე, მაკა ზამბახიძე, ბახვა
სტუმრების მოთხოვნით, კლიპი სამჯერ აჩვენეს.
ნინო ჩხეიძე: ძალიან მემაყება, რომ ასეთი მაგარი სიმღერა დამიწერა რუსამ. ყოველთვის ვცდილობ, ეს კომპოზიცია ვიმღერო ყველა კონცერტზე. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ ჩემი "ნიო ბენდი" ჩამოვაყალიბე, ამიტომაც გადავწყვიტე, სწორედ ამ სიმღერით წარმედგინა ჩემი მუსიკალური ბენდი საზოგადოების წინაშე.