05 ივნისი, 2019
ნინო ჩხეიძემ ახალი კლიპი გადაიღო - რომელი ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ პრემიერას
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მომღერალმა ნინო ჩხეიძემ გადაიღო ახალი კლიპი, რომლის პრეზენტაციაც გუშინ "გალერეა თბილისში" შედგა.

ეს კლიპი ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის.

Rating

როგორც რუსა მორჩილაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, სიმღერა "ამაღამ", რამდენიმე წლის წინ მან სწორედ ნინო ჩხეიძისთვის დაწერა.

რაც შეეხება უშუალოდ ვიდეორგოლს, მომღერალმა კლიპი თბილისში გადაიღო, სადაც ძველი თბილისის ლამაზი ხედები და ქუჩები განსაკუთრებული სილამაზითაა წარმოჩენილი.

Rating

სტუმრებს შორის არაერთი ცნობილი ადამიანი იყო, მათ შორის ცნობილი ქართველი პროდუსერი ზაზა შენგელია, სალომე ბაკურაძე, ნინი ქარსელაძე, მაკა ზამბახიძე, ბახვა
ბრეგვაძე, მაიკო კაჭკაჭიშვილი და სხვები.

სტუმრების მოთხოვნით, კლიპი სამჯერ აჩვენეს.

ნინო ჩხეიძე: ძალიან მემაყება, რომ ასეთი მაგარი სიმღერა დამიწერა რუსამ. ყოველთვის ვცდილობ, ეს კომპოზიცია ვიმღერო ყველა კონცერტზე. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ ჩემი "ნიო ბენდი" ჩამოვაყალიბე, ამიტომაც გადავწყვიტე, სწორედ ამ სიმღერით წარმედგინა ჩემი მუსიკალური ბენდი საზოგადოების წინაშე.

RatingRating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS