18 მარტი, 2014
სოფო ბედიას საქმრო გაბრაზებულია - ასე ადამიანი არ უნდა გაეწირათ...
ყველა ლაპარაკობს და კომენტარებს წერენ, რომ მათი გავარდნა უსამართლობა იყო. მაგრამ რა ვქნათ. ასეთია კონკურსის მონაწილის ბედი ''ორი ვარსკვლავის'' პირველი საკონკურსო ტური სოფო ბედიამ და მამუკა ლომაშვილის წყვილმა დატოვა. ბევრის აზრით, მათი პროექტიდან წასვლა უსამართლობა იყო და ამას ''ორი ვარსკვლავის'' ''ფეისბუქის'' გვერდზეც წერდნენ. კომენტარისთვის სოფო ბედიას საქმროს მიშა მესხს ვესაუბრეთ.

- მიშა, ესწრებოდი ''ორი ვარსკვლავის'' კონცერტს?
- რა თქმა უნდა, ორივე კონცერტს დავესწარი.
- ელოდით, რომ სოფო და მამუკა ასე მალე დატოვებდნენ კონკურსს?
- ნამდვილად არ
ველოდი. ზოგადად ვფიქრობდი, რომ მათ პროექტის მოგება შეეძლოთ, მაგრამ ეს კონკურსია და ხან ძლიერი ვარდება, ხან სუსტი. არ მინდა, დავკონკრეტდე და ვთქვა, ვინ ძლიერი მონაწილეა და ვინ სუსტი, მაგრამ მგონია, რომ სოფომ და მამუკამ უსამართლოდ დატოვეს შოუ.
- თქვენი აზრით, ჟიურიმ დაჩაგრა სოფო და მამუკა?
- ძალიან დაბალი ქულები დაწერეს. პრინციპში სოფო ბედიასთვის ექვსიანი არავის დაუწერია. ესაა ვარსკვლავების კონკურსი, მაგრამ მსახიობს ვერ მოსთხოვ, რომ მომღერლის დონეზე იმღეროს. ვფიქრობ, ასე ადამიანი არ უნდა გაეწირათ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ, ყველას შეუძლია, თავისი აზრი გამოთქვას. არ იფიქროთ, რომ სოფოს საქმრო რადგან ვარ და მას ვგულშემატკივრობდი და ასე იმიტომ ვფიქრობ. ყველა ლაპარაკობს და კომენტარებს წერენ, რომ მათი გავარდნა უსამართლობა იყო. მაგრამ რა ვქნათ. ასეთია კონკურსის მონაწილის ბედი.
- ფიქრობთ, რომ ჟიურის წევრებს მაღალი ქულები რომ დაეწერათ, ისინი პროექტში დარჩებოდნენ?
- ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იყო რომ პირველ ტურში ქულებით წაახალისეს.
არ უნდა ეთქვათ, ახლა ათიანს დაგიწერ იმ იმედით, რომ შემდეგში უფრო კარგად იმღერებო. თუ იცოდნენ, რომ შემდეგში ორივე ტურის შეფასება დაჯამდებოდა, ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. არა უშავს. სოფო პროფესიონალი მომღერალია და გააგრძელებს თავის მოღვაწეობას. მამუკაც თავის საქმიანობას გააგრძელებს. ეს უბრალოდ შოუა და არა- ომი.
- სოფოს და მამუკას როგორი განწყობა აქვთ კონკურსის შემდეგ?
- ძალიან მშვიდად არიან. კარგად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან გავარდებოდნენ. ეს შოუ საქართველოს არ მოუგონია. ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა ეს კონკურსი და იქაც ისეთი მომღერლები და მსახიობები გამოვარდნენ, რომლებსაც ყველა იცნობდა. ამის შემდეგ პანიკაში არ ჩავარდნილან.
- ხომ არ უთქვამს სოფოს, რომ სხვა კონკურსში აღარ მიიღებდა მონაწილეობას?
- სოფო ბედია მომღერალია და ასეთი შემოთავაზებები ყოველთვის უნდა მიიღოს. პროექტში მონაწილეობაზე იმიტომ არ დათანხმებულა, რომ გაემარჯვა და პრიზები მიეღო. გამარჯვების შემთხვევაში მომღერალი არაფერს არ მიიღებს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ნ ატალი
ეს სოფოს "დამსახურებაა" ხალხმა არ აპატია ის რაც გააკეთა
09:51 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მართლაც დაუმსახურებლად გავარდნენ,რჩეულიშვილზე უკეთ არ იმღერა მამუკამ?არც ჟიურია გადასარევი,ვერ გამოხატავენ ემოციებს,ეს კონტრიძე ხომ გვყავს მაგარი...
22:42 / 18-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშა
სოფოს ცოდვებმა უწია ქმარი რომ მიატოვა,თორემ მაგარი ხმა რომ აქვს ამაზე არავინ დაობს.
21:10 / 18-03-2014
გამოხმაურება / 0 /
პავლიკ
ნწ,ნწ,ნწ =D
19:06 / 18-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS