18 მარტი, 2014
სოფო ბედიას საქმრო გაბრაზებულია - ასე ადამიანი არ უნდა გაეწირათ...
ყველა ლაპარაკობს და კომენტარებს წერენ, რომ მათი გავარდნა უსამართლობა იყო. მაგრამ რა ვქნათ. ასეთია კონკურსის მონაწილის ბედი ''ორი ვარსკვლავის'' პირველი საკონკურსო ტური სოფო ბედიამ და მამუკა ლომაშვილის წყვილმა დატოვა. ბევრის აზრით, მათი პროექტიდან წასვლა უსამართლობა იყო და ამას ''ორი ვარსკვლავის'' ''ფეისბუქის'' გვერდზეც წერდნენ. კომენტარისთვის სოფო ბედიას საქმროს მიშა მესხს ვესაუბრეთ.

- მიშა, ესწრებოდი ''ორი ვარსკვლავის'' კონცერტს?
- რა თქმა უნდა, ორივე კონცერტს დავესწარი.
- ელოდით, რომ სოფო და მამუკა ასე მალე დატოვებდნენ კონკურსს?
- ნამდვილად არ
ველოდი. ზოგადად ვფიქრობდი, რომ მათ პროექტის მოგება შეეძლოთ, მაგრამ ეს კონკურსია და ხან ძლიერი ვარდება, ხან სუსტი. არ მინდა, დავკონკრეტდე და ვთქვა, ვინ ძლიერი მონაწილეა და ვინ სუსტი, მაგრამ მგონია, რომ სოფომ და მამუკამ უსამართლოდ დატოვეს შოუ.
- თქვენი აზრით, ჟიურიმ დაჩაგრა სოფო და მამუკა?
- ძალიან დაბალი ქულები დაწერეს. პრინციპში სოფო ბედიასთვის ექვსიანი არავის დაუწერია. ესაა ვარსკვლავების კონკურსი, მაგრამ მსახიობს ვერ მოსთხოვ, რომ მომღერლის დონეზე იმღეროს. ვფიქრობ, ასე ადამიანი არ უნდა გაეწირათ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ, ყველას შეუძლია, თავისი აზრი გამოთქვას. არ იფიქროთ, რომ სოფოს საქმრო რადგან ვარ და მას ვგულშემატკივრობდი და ასე იმიტომ ვფიქრობ. ყველა ლაპარაკობს და კომენტარებს წერენ, რომ მათი გავარდნა უსამართლობა იყო. მაგრამ რა ვქნათ. ასეთია კონკურსის მონაწილის ბედი.
- ფიქრობთ, რომ ჟიურის წევრებს მაღალი ქულები რომ დაეწერათ, ისინი პროექტში დარჩებოდნენ?
- ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იყო რომ პირველ ტურში ქულებით წაახალისეს.
არ უნდა ეთქვათ, ახლა ათიანს დაგიწერ იმ იმედით, რომ შემდეგში უფრო კარგად იმღერებო. თუ იცოდნენ, რომ შემდეგში ორივე ტურის შეფასება დაჯამდებოდა, ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. არა უშავს. სოფო პროფესიონალი მომღერალია და გააგრძელებს თავის მოღვაწეობას. მამუკაც თავის საქმიანობას გააგრძელებს. ეს უბრალოდ შოუა და არა- ომი.
- სოფოს და მამუკას როგორი განწყობა აქვთ კონკურსის შემდეგ?
- ძალიან მშვიდად არიან. კარგად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან გავარდებოდნენ. ეს შოუ საქართველოს არ მოუგონია. ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა ეს კონკურსი და იქაც ისეთი მომღერლები და მსახიობები გამოვარდნენ, რომლებსაც ყველა იცნობდა. ამის შემდეგ პანიკაში არ ჩავარდნილან.
- ხომ არ უთქვამს სოფოს, რომ სხვა კონკურსში აღარ მიიღებდა მონაწილეობას?
- სოფო ბედია მომღერალია და ასეთი შემოთავაზებები ყოველთვის უნდა მიიღოს. პროექტში მონაწილეობაზე იმიტომ არ დათანხმებულა, რომ გაემარჯვა და პრიზები მიეღო. გამარჯვების შემთხვევაში მომღერალი არაფერს არ მიიღებს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ელისო
მე გირჩიე დაფიქრებულიყავი და ისე გადაგედგა ეს ნაბიჯი ან ასე არ გამოგემზიურებინა შენ დაკარგე ხალხის სიყვარული და პატივისცემა რაც აუცილებელია ხელოვნისტვის ძალიან კარგად მღერი, მაგრამ მთავარია სიმპატია და სიყვარული რაც დაკარგე და ეს შენი მიშა მესხის დამსახურებაა გაყრიდან მეორე დღეს უკვე საქმრო გამოაჩინე დამიჯერე ვერც ერთ შოუს ვერ მოიგებ წკრიალასვილის და ა.შ დონეზე დაეშვი ძალიან გთხოვთ არ დაბლოკოთ ისეთ არაფერს ვწერ. შენი ყოფილ ქმარს ნახევარი საქართველო არ იცნობს მაგრამ შოუში რომ მიიღოს მონაწილეობა კარგა ხანს იქნება შოუში ისეთი სიმპათია დაიმსახურა ცუდად მოიქეცი და ნორმალური მაკიაჟიც გაიკეტე ზედმეტია და არ გიხდება
15:42 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გაოცებული
და რა არ აპატია ბედიას ხალხმა ქმარს რომ გაშორდა?
15:28 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
mari
მამუკა შასნლად გამოიყურება ( მსუქანია) და კი არ მღეროდა ბრაოდა. ისედაც წარბი წონის გამო უჭირდა სიმღერა. მიყვარს როგორც იუმორისტი და ვუსურვებ რომ სასწრაფოს გახდეს. ეს რას ჰგავს მისი ასეთი საქციელი? სოფო ლამაზია და კარგია. საწყალი მისა შემეცოდა, მისი ყოფილი ქმარი. ალბათ რა დღეშია..
14:43 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ესა ნახე,ახალი საქმრო ყოლია უკვე! მალადეც,ბიძია!:D
14:11 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
სოფოზე ძალიან დამწყდა გული :( ისეთი არაჩვეულებრივი ხმა აქვს.. ნამდვილად დააკლდება შოუს
13:56 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
რა მოგება რის მოგება აქ სოფომ კი არა მამუკამ დატოვა პროექტი,რომ მღეორდა ასე მეგონა სააკაშვილია იყო, თანაც უსმენოდ,თავი იუმორინაზე ხომ არ ეგონა?
13:45 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
უიმეეეე
სოფო ბედიამ კიარ დატოვა კონკურსი. კონკურსი დატოვა მამუკამ და სწორედაც სამართიანად. ბედია სოფო მაგარია ძალიან მარა მამუკაას ნამდვილად არ გამოუვიდა, ეს მამუკსათვის იყო კონკურსი გაიგეეეთ
12:17 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ოლიკო
სოფო ბედიას კონკურსი არ უნდა დაეტოვებინა....ძლიერი ან უძლიერესი მოიშორეს...
11:58 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
წაიკიტხე
sofo ,pirvel rigshi nina da mere shen dzalian civi saxe gakvs da manerebi ar givarga da makiashze laparaki xom zedmetiaa tkveni saakmro tu vina ver getkvi gava wleebi da itkvian sofo bedia gashorda kmars, ver gauges ertmanetsss da axla mesame inerviulebs shen warumatebobazeee ase rom ekranze cota tbili saxe gkondessss rom vixacas simpatia gaujndes
11:58 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ზუზუ
ვინაა სოფო ერტი უაზრო კცევების კალი ,ოხ როგორ გაბრაზებულააა ,საცოდავიი მაგან ამტანებსჰი უნდა მიიხოს მონაწილეობა,კველაფერს იტანს და ხალხის ანტისიმპატიააა ,უაზროო კალიიი,მერე ნინას ჯერი იკნება სადაა ბოზების საბლატაოოოო
11:54 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS