18 მარტი, 2014
სოფო ბედიას საქმრო გაბრაზებულია - ასე ადამიანი არ უნდა გაეწირათ...
ყველა ლაპარაკობს და კომენტარებს წერენ, რომ მათი გავარდნა უსამართლობა იყო. მაგრამ რა ვქნათ. ასეთია კონკურსის მონაწილის ბედი ''ორი ვარსკვლავის'' პირველი საკონკურსო ტური სოფო ბედიამ და მამუკა ლომაშვილის წყვილმა დატოვა. ბევრის აზრით, მათი პროექტიდან წასვლა უსამართლობა იყო და ამას ''ორი ვარსკვლავის'' ''ფეისბუქის'' გვერდზეც წერდნენ. კომენტარისთვის სოფო ბედიას საქმროს მიშა მესხს ვესაუბრეთ.

- მიშა, ესწრებოდი ''ორი ვარსკვლავის'' კონცერტს?
- რა თქმა უნდა, ორივე კონცერტს დავესწარი.
- ელოდით, რომ სოფო და მამუკა ასე მალე დატოვებდნენ კონკურსს?
- ნამდვილად არ
ველოდი. ზოგადად ვფიქრობდი, რომ მათ პროექტის მოგება შეეძლოთ, მაგრამ ეს კონკურსია და ხან ძლიერი ვარდება, ხან სუსტი. არ მინდა, დავკონკრეტდე და ვთქვა, ვინ ძლიერი მონაწილეა და ვინ სუსტი, მაგრამ მგონია, რომ სოფომ და მამუკამ უსამართლოდ დატოვეს შოუ.
- თქვენი აზრით, ჟიურიმ დაჩაგრა სოფო და მამუკა?
- ძალიან დაბალი ქულები დაწერეს. პრინციპში სოფო ბედიასთვის ექვსიანი არავის დაუწერია. ესაა ვარსკვლავების კონკურსი, მაგრამ მსახიობს ვერ მოსთხოვ, რომ მომღერლის დონეზე იმღეროს. ვფიქრობ, ასე ადამიანი არ უნდა გაეწირათ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ, ყველას შეუძლია, თავისი აზრი გამოთქვას. არ იფიქროთ, რომ სოფოს საქმრო რადგან ვარ და მას ვგულშემატკივრობდი და ასე იმიტომ ვფიქრობ. ყველა ლაპარაკობს და კომენტარებს წერენ, რომ მათი გავარდნა უსამართლობა იყო. მაგრამ რა ვქნათ. ასეთია კონკურსის მონაწილის ბედი.
- ფიქრობთ, რომ ჟიურის წევრებს მაღალი ქულები რომ დაეწერათ, ისინი პროექტში დარჩებოდნენ?
- ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იყო რომ პირველ ტურში ქულებით წაახალისეს.
არ უნდა ეთქვათ, ახლა ათიანს დაგიწერ იმ იმედით, რომ შემდეგში უფრო კარგად იმღერებო. თუ იცოდნენ, რომ შემდეგში ორივე ტურის შეფასება დაჯამდებოდა, ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. არა უშავს. სოფო პროფესიონალი მომღერალია და გააგრძელებს თავის მოღვაწეობას. მამუკაც თავის საქმიანობას გააგრძელებს. ეს უბრალოდ შოუა და არა- ომი.
- სოფოს და მამუკას როგორი განწყობა აქვთ კონკურსის შემდეგ?
- ძალიან მშვიდად არიან. კარგად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან გავარდებოდნენ. ეს შოუ საქართველოს არ მოუგონია. ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა ეს კონკურსი და იქაც ისეთი მომღერლები და მსახიობები გამოვარდნენ, რომლებსაც ყველა იცნობდა. ამის შემდეგ პანიკაში არ ჩავარდნილან.
- ხომ არ უთქვამს სოფოს, რომ სხვა კონკურსში აღარ მიიღებდა მონაწილეობას?
- სოფო ბედია მომღერალია და ასეთი შემოთავაზებები ყოველთვის უნდა მიიღოს. პროექტში მონაწილეობაზე იმიტომ არ დათანხმებულა, რომ გაემარჯვა და პრიზები მიეღო. გამარჯვების შემთხვევაში მომღერალი არაფერს არ მიიღებს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ლიზი
ჩემი აზრით ეს წყვილი სუსტი არ იყო მაგრამ ხალხმა ასე გადაწყვიტა
19:36 / 29-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
პირადი ცხოვრების გამო არ დაუმესიჯა სწორედ ხალხმა.რა არის ამაში გასაკვირი?
20:17 / 21-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
მოკლედ ეს პირადი სოფოს ცხოვრება რა სალაპარაკო გახდა რაა.ზალიან კარგი მომგერალია და არასცორად მოეგცა ჯიური და რაც პირად ცხოვრებას ეხება ყველამ ტავისას მიხედოს.მამუკა საოცრად კარგი ადამიანია და ცალიან ჯკვიანი ნამდვილად არ ეკუტნოდა ასე მალე გავარდნა უსამარტლობაა..............
01:41 / 21-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ბექაური დავითი
მოდი რა მესხი მიყენდი, ხან ისეა, ხან ასეა, არ დაუმესიჯეს და მორჩა
11:56 / 20-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვავა
რჩეულიშვილზე, გოგოლაზე და ჩიტალაძეზე კარგად ხომ მაინც იმღერა, და იმათ რომ 7 დაუწერეს ამათ 6-6. სწორედ ეგაა უსამართლობა და უნამუსობა, როცა არ იცი დაეტიე რა, ამიტომაც არ არის და არც იქნება არასოდეს საქართველოში შოუ ბიზნესი... ნოეს გადასაწყვეტი რომ არის ვინ გავარდეს და ვინ დარჩეს, Iტურში 29ქულა და IIში 19, სამარცხვინოა რა!!! სოფო ძაან მაგარი ხარ, კველას ჯობდი 2ტურში, გაიგეთ რა 12მონაწელეში ჟიურის ქულები გადამწყვეტია
08:51 / 20-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ხალხო,შეაფასეთ კონკურსანტები და დაანებეთ მათ პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას თავი,სირცხვილია ამდენი ტალახის სროლა ერთმანეთისთვის,ბედია არც პირველია და არც უკანასკნელი ,ვისაც ოჯახი დაენგრა.
00:22 / 20-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
გაიგეთ,რომ აქ პროფესიონალ მომღერალს კიარ აფასებენ ,არამედ მის თანამეწყვილეს,ამ შემთხვევაში ლომაშვისლს და აქ არაფერია გასაკვირი.
00:18 / 20-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
გასაგებია,რომ მამუკა ცუდად მღეროდა,მაგრამ რჩეულიშვილის და ციტალაძის ფონზე ნამდვილად არ იყო საშინელი,ანუ მათზე წინ არ უნდა გავარდნილიყვნენ,ეს უსამართლობაა,რატომ დაუწერეს მათ ყველაზე დაბალი ქულები? ამას რატომ არ ამბობთ? რჩეულიშვილს რატომ არ დაუწერეს 6-იანი? ჰაააააა?
19:07 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სოფოს ყავს ცუდი სტილისტი,როგორც ეტყობა,მას ისედაც მოგრძო სახე რომ აქვს და ოდნავ წაგრაზელებული ცხვირი არ უხდება აწკეპილი თმები,მაკიაჟი ხომ ძალიან ზედმეტია,რა ჩემი საქმეა უბრალოდ ძალიან მომწონს მისი ხმა და შეიძლება უკეტეასდ გამოიყურებოდეს,მეც სტილისტი ვარ და მაგიტომ ვურჩევ...მისი ცოდვების კი რა მოგახსენოტ,ყველამ ჩვენ-ჩვენი ცოდვები გავიხსენოთ,სოფოზე მეტი ხომ არ დაგვიგროვდა?
17:10 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
eliso
სოფო ისევ მე ვარ ნამეტანი მოგდის და ეს ძალიან მწყინს მიყვარხართ ორივე და-ძმა მაგრამ თუ გაშორდებოდი ქმარს ქმარზე უკეტესი უნდა აგერჩია ცხოვრების მეგზურად
15:47 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS