თბილისის ყოფილი მერის, ვანო ზოდელავას ვაჟი ვანიკო ზოდელავა დაქორწინდა. მისი მეუღლე ნინო ციციშვილი გახდა.
წყვილმა მოკრძალებული ქორწილი თბილისში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა. ამ ქორწილს მხოლოდ მათი უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.
ვანიკო ზოდელავას ერთ-ერთი მეჯვარე, მომღერალი და ბიზნესმენი დათუნა სირბილაძე გახლდათ.
როცა წყვილი საკუთარ ქორწილში მივიდა, პატარძალს მოულოდნელი საჩუქარი დახვდა, მას ოცნების ავტომობილი აჩუქეს.
ქორწილს მუსიკალურად ქართული სიმღერის ანსამბლი და ბოშები აფორმებდნენ.
პატარძლის თაიგული ტელეწამყვანმა და ყოფილმა მოდელმა ეკო ფანგანმა დაიჭირა. ის პატარძლის მეგობარია.
როგორც ეკო ფანგანის ინსტაგრამიდან ირკვევა, საქორწინო თაიგული მას პირველად არ დაუჭერია სხვის ქორწილში, თუმცა, აქამდე არ გათხოვილა.
ქორწილამდე ნინო ციციშვილმა წინასაქორწინო წვეულება მოაწყო, თუმცა, ტრადიცია დაარღვია და წვეულება არა რომელიმე ბარში, არამედ სახლში გამართა.