ცნობილმა ექიმმა კოტე მათითაშვილმა და დიზაინერმა ეკა ბალანჩივაძემ ხელი მოაწერეს. ქორწინების სახლში გადაღებულ ფოტოს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს. ის კოტე მათითაშვილის მეგობარია.
კოტე მათითაშვილმა და ეკა ბალანჩივაძემ 2018 წლის აგვისტოში იქორწინეს. წყვილმა, ქორწინების შემდეგ, თაფლობის თვე თურქეთში გაატარა. კოტე მათითაშვილი განსაკუთრებით პოპულარული გადაცემა "ექიმებში" გამოჩენის შემდეგ გახდა. ის დამსახურებულად იკავებს ერთ-ერთი სიმპატიური ექიმი მამაკაცის წოდებას და რეიტინგებშიც ხშირად ხვდება. წყვილს უამრავი საერთო ინტერესი აქვს. მათ შორის არის ხატვის სიყვარული. პირველი ქორწინებებიდან ორივეს ჰყავს შვილები.