ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები” მომღერალი სოფო ნიჟარაძე ახალი დუეტის პრემიერით სტუმრობდა. „ძველი ჰანგი” - ასეთია სიმღერის სახელწოდება, რომლის ახალი ვერსიის ავტორი ზვიად ბოლქვაძეა. „მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის გამარჯვებულ გიორგი კელაპტრიშვილისა და სოფო ნიჟარაძის ერთობლივ ნამუშევარზე უკვე ვიდეორგოლიც ხელმისაწვდომია.
როგორ უმკლავდები ამ დატვირთულ გრაფიკს? ეს ალბათ ძალიან დიდი სიყვარულის ამბავია და საქმისადმი ძალიან დიდი ერთგულების…დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი საქმე, ამისთვის ვარ და ვერც წარმომიდგენია სხვა რამის კეთება. ხანდახან მიფიქრია,
რომ რთულ პროფესიაში შევყავი ფეხი, რომ არა მომღერალი, ხომ ვიქნებოდი ჩემთვის წყნარად ექიმი. ექიმი იმიტომ, რომ ექიმების ოჯახიდან ვარ. ისიც მიფიქრია, მე იმდენად შარიანი ვარ, იქაც რაღაც პრობლემა მექნებოდა, ასე რომ წყნარად ვერც ერთ პროფესიაში ვიქნებოდი. ამიტომ ბედნიერი ვარ იმით, სადაც ახლა ვარ. გადატვირთული გრაფიკი კი მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც მოვედი თქვენთან, თანაც ფეხით, მანქანა გაფუჭებული მყავს, თქვენამდე მოსასვლელ გზაზე კი ფეხით დაახლოებით 15 წუთი ვიარე. გავერთე, იმიტომ, რომ ლაივ ჩართვა მქონდა. დავაანონსე ისიც, რომ დღეს ეთერში პრემიერა გვექნებოდა და გარდა ამისა, ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებდით.
განაგრძეთ კითხვა: