ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო ლიკა რიგვავამ. ლიკას საქართველოში ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო ლუქმოდელს მენეჯმენტი წარადგენს. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოსთვის.
ახლა მისი სააგენტოდან გუჩის ჩვენებაზე უკვე 2 ქართველი გოგონაა გამოსული. მარიშა ურუშაძე გუჩისთან 1 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.
ჩვენებას დაესწრო სელმა ჰაიეკი მილიონერ ქმართან ერთად. "გუჩის" მფლობელი სწორედ მათი ოჯახია.