27 მაისი, 2019
როგორ გამოიყურებოდნენ ბოლო ზარზე ქართველი ლამაზმანების შვილები
ბოლო ზარი უკვე საქართველოს ყველა სკოლაში დაირეკა და აბიტურიენტები ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან.

ბოლო ზარი სხვადასხვა სკოლაში, სხვადასხვანაირად აღნიშნეს. "რეიტინგის" ყურადღება ცნობილი ქართველი მანდილოსნების, კრისტი ყიფშიძის, შორენა ბეგაშვილის, ლენუკა ყიფშიძისა და თამუნა გაბრიელაშვილის  შვილებმა მიიპყრეს.

ევა ბარბაქაძემ და ნატალია ყიფშიძემ სკოლა სწორედ წელს დაამთავრეს. გოგონები 53-ე სკოლის მოსწავლეები არიან, ერთ კლასში სწავლობენ და მეგობრობენ კიდეც.

ბოლო ზარზე მათ ეცვათ თეთრი პერანგები, რომლებზეც კლასელებმა სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.

შვილებს ბოლო ზარზე სკოლაში დედებიც ახლდნენ. მათ ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS