ზაფხული კულტურული ღონისძიებებით წელს განსაკუთრებულად დატვირთული იქნება. ყველაზე ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად, მთავარი კონცერტები ზღვისპირა აჭარაში გაიმართება.
10 აგვისტოს ბათუმს, ცნობილი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი ეწვევა. ღონისძიების ორგანიზატორი კულტურის პალატა და დავით ოქიტაშვილია.
გორან ბრეგოვიჩის კონცერტი ბათუმის კორტებზე გაიმართება.