27 მაისი, 2019
"არის ვინმე ამ ქვეყანაში ვისაც აქვს ამ კითხვაზე პასუხი აქვს?" - ნინო ჩხეიძე მიმართვას ავრცელებს
მომღერალი ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის თბილისის მერიას და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

ნინოს მიმართვას "რეიტინგი" უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს მთავრობა | Government of Georgiaთბილისის მერია / Tbilisi City Hall ყველა სიახლეს მივესალმები პროგრეს და უკეთეს ვიდრე გუშინ იყო, მაგრამ ყოველგვარი ქილიკის გარეშე მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულზე ერთი ისეთი კონცერტიც გაკეთდეს,  სადაც ყველა მოქმედი მომღერალი მივიღებთ მონაწილეობას ჩვენი სიახლეებით.

Rating

თუნდაც იყოს ცენზურა, მაღალხარისხიანი პროდუქტის სტანდარტის დაკმაყოფილებით რასაც ამა თუ იმ კონცერტის ორგანიზატორები
ითხოვენ. არის ვინმე ამ ქვეყანაში ვისაც აქვს ამ კითხვაზე პასუხი აქვს ?

ვის დონეზე და რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა არტისტების ? რა სტანდარტის პროდუქცია აკმაყოფილებს ყველა დონის და იერარქიაში მყოფ ორგანიზატორებს,  ვინც ქმნის დღევანდელ ამინდს. ისიც არ მინდა ვინმემ იფიქროს რომ რამე მაკლია ან კონცერტი ან ხალხის სიყვარული ან სიახლეები,  ჩემს პროგესიულ განვითარებაში.

მაინტერესებს ვის აქვს კომპეტენტური პასუხი ჩემს კითხვაზე და დღევანდელ რეალობაზე. რატომ გვიწევს ყველა დღესასწაულზე ერთიდაიგივეზე საუბარი.....", - წერს მომღერალი.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS