სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გორჯესტანი დაქორწინდა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა და დაურთო წყვილის ფოტო, სადაც ისინი პარიზში იმყოფებიან. პრეზიდენტის შვილს ჯვრისწერა ყაზბეგის სამებაში ჰქონდა, ხელისმოწერის ცერემონიალი კი საფრანგეთში გაიმართა.