უმშვენიერესი მოდელი და მისი მეუღლე, პროდუსერი კახა ჩიქოვანი უკვე მეორე შვილის მშობლები გახდნენ. მათი უფროსი შვილი სამი წლის გიორგი ჩიქოვანია.
ანის 20 მაისს მეორე შვილი შეეძინა. ქალიშვილს მშობლებმა ლიკა დაარქვეს. პატარა 3800 გრამი დაიბადა.
შეგახსენებთ, ანის და, მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ქორქიაა, შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ შვილს სახელი დეიდის საპატივცემულოდ შეურჩიეს.