22 მაისი, 2019
ისრაელის საზღვარზე იუნა შაფათავას სპორტსმენი და დააკავეს
წინა ორი კვირის განმავლობაში თბილისელმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ წყვილებში ბრიტანელ ემილი ვებლი სმითთან ერთად პორტუგალიურ ობიდოშში ორი 25.000-იანი ტურნირი მოიგო. შემდეგ მეწყვილესთან ერთად ისრაელს მიაშურა მსგავს შეჯიბრებაში საასპარეზოდ, მაგრამ იქაურმა მესაზღვრეებმა ქართველ სპორტსმენს საზღვარზე სერიოზული პრობლემები შეუქმნეს, არადა, მისი მეწყვილე ბრიტანელისთვის ბუზიც არავის აუფრენია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავად შაფათავა, აი, რას წერს: "მინდა დავწერო პოსტი, იმიტომ რომ დიდი ხანია, მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენს საზღვარზე აბსოლუტურად ყველას უპრობლემოდ ვატარებთ საქართველოში და ჩვენ კი
ყველგან ვეზიზღებით... ვთვლი, რომ უსამართლობაა, ყველგან ვიზას რომ ვაკეთებთ, ჩვენთან კი ყველა სურვილისამებრ დასეირნობს.

გუშინ ჩამოვედი ისრაელში. პროფესიონალი სპორტსმენი. ჩამოვფრინდი შეჯიბრებაზე მოგებული შეჯიბრების შემდეგ, ოფიციალური მოწვევით, სასტუმროთი, უკანა დასაბრუნებელი ბილეთით, ხარჯთაღრიცხვით.

6 საათი დამსვეს საზღვარზე. წაიღეს ჩემი პასპორტი, არც არაფერი მითხრეს - რატომ ან რისთვის. ჩამკეტეს ამოხუთულ ოთახში, არანაირი საკვები, დასალევი წყალიც კი არ მაღირსეს. 6 საათის მერე ჩვეულებრივი კრიმინალივით დამკითხეს. ისე დამაკავეს, გეგონება, ამწამს ვიყავი "სროკზე".

მადლობა ჩემს მეწყვილეს, ემილის, რომელმაც ჩემთან გაათენა და, უბრალოდ, პრინციპის გამო არ დამტოვა მარტო. ჩემთან ერთად იწვალა, როდესაც შეეძლო 2 წუთში გასულიყო. იმიტომ რომ ბრიტანელია და, რა თქმა უნდა, ჩვენგან განსხვავებით, ადამიანივით ექცევიან. მაგრამ ჩემთან დარჩა, იმიტომ რომ ისე გამაჩერეს, გეგონება, "კოკაინი" გამქონდა. ძალიან ინერვიულა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS