მართალია, რუსულ სცენაზე სიმღერის გამო, ქართულ ჯგუფს ზოგიერთი ადამიანი ხანდახან მკაცრად აკრიტიკებს, მაგრამ როგორც მათ სიმღერაშია, "ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა შორს". მათი კრიტიკოსები მხოლოდ "ფეისბუქ კრიტიკით შემოიფარგლებიან, ამ ბიჭების პოპულარობა კი რეკორდული მაჩვენებლით იზრდება მთელ მსოფლიოში.
19 მაისს, მორიგი ტურნეს ფარგლებში, "მგზავრების" კონცერტი გაიმართა მოსკოვში, სადაც მათ ყველა სიმღერა ქართულ ენაზე შეასრულეს და მათთან ერთად, სწორედ ქართულ ენაზე, სტადიონზე შეკრებილმა
ყველა სიმღერის დასაწყისში გიგი მსმენელს ტექსტის შინაარსსაც უთარგმნის და უხსნის, რომ ის მღერის თავისუფლების რწმენაზე და ყველა მეამბოხე და შეურიგებელ ადამიანზე.
GEO – ასე ჰქვია „მგზავრების“ ბოლო ალბომს, ხოლო ტურნეს GEOლოკაცია, რომლის საშუალებით „მგზავრები“ სხვადასხვა სტადიონის მუსიკალურ ოკუპაციას ახდენენ.
ჯგუფ "მგზავრების" კონცერტი დიდი ხანია, თბილისში არ ყოფილა, თუმცა, 8 ივნისს ისინი ქართველ მსმენელსაც გაახარებენ და "ვაგონმშენში" კონცერტს ჩაატარებენ.
ღონისძიების ანონსს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მასზე დასწრების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა.