20 მაისი, 2019
რომელი დეპუტატი ამღერდა სოფო ბედიას და მიშა მესხის შვილის ნათლობაში და რამდენ ცნობილ ადამიანს დაუნათესავდა პოპულარული წყვილი
სოფო ბედიამ და მიშა მესხმა შვილი მონათლეს. პატარა ანდრია მესხს ბევრი ნათლია ჰყავს, მისი ნათლიები არიან მომღერლები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის უცნობი სახეებიც.

Rating



მიშა მესხისა და სოფო ბედიას ვაჟიშვილის ნათლობა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში შედგა.

ბავშვის ნათლიები არიან ზურა ხაჩიძე, ბექა ოდიშარია, დავით ფაცაცია, ირაკლი ქუთათელაძე, გურამ ყოჩიაშვილი, მაიკო ჩხეტიანი და თიკა შერაზადაშვილი.

Rating

ნათლობის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა და ოჯახის წევრებმა ერთ-ერთ რესტორანში გადაინაცვლეს. იქ უამრავი ცნობილი სახე იყო მოწვეული. 

პატარა ანდრიას ერთ-ერთმა ნათლიამ, დეპუტატმა ბექა
ოდიშარიამ, რომელსაც სიმღერა უყვარს, შანსი ხელიდან არ გაუშვა და რესტორანში იმღერა. 
Rating

სოფო ბედიას შვილის ნათლობაზე წითელი კაბა ეცვა. ბუნებრივია, ანდრიას ნათლობაზე სოფომ იმღერა კიდეც, სტუმრების მუსიკალურ და სანახაობრივ გართობაზე მისმა ქმარმაც იზრუნა და ცოლთან ერთად იცეკვა. 

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS