14 მაისი, 2019
"მასტერშეფი" იწყება! - რა გამოცდილება აქვთ ჟიურის წევრებს, რომლებიც კონკურსანტებს შეაფასებენ
პირველი არხის ეთერში მორიგი შოუ იწყება. „მასტერშეფი“ სტარტს 18 მაისს აიღებს და მისი წამყვანი მსახიობი რუსკა მაყაშვილი იქნება. „მასტერშეფი“ ეთერში ყოველ შაბათს საღამოს ათ საათზე გავა.

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული, აზარტული, გემრიელი კულინარიული შოუს მონაწილეები ერთმანეთს გემრიელი კერძების მომზადებაში შეეჯიბრებიან, თუმცა, ვინ მოხვდება ფინალში, ამას კარგი გურმანების ნაცვლად პროფესიონალი შეფ-მზარეულები შეაფასებენ.

„რეიტინგი“ დაინტერესდა, ვინ იქნებიან პროექტის ჟიურის წევრები და რა გამოცდილება აქვთ მათ თავიანთ პროფესიაში.
ჟიურიში სულ სამი წევრი იქნება და აქ ისეთ შეფ-მზარეულებს შეხვდებით, როგორებიც
არიან ლევან კობიაშვილი, კონსტანტინე თედელური და ლუკა ნაჭყებია.

ლევან კობიაშვილი

ლევანი საქართველოს კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტი და მოლეკულური გასტრონომიის სპეციალისტია;
მან სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო კულინარიული საქმიანობა და დღეისათვის სარესტორნო სფეროში 26-წლიანი გამოცდილება აქვს!


Rating


2009 წლიდან არის ლექტორი კულინარიულ კოლეჯში "იკარუსი", 2013-2016 წლებში კი აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში ასწავლიდა ქართულ და მსოფლიო სამზარეულოს.
ლევანი წლების მანძილზე იყო საქართველოს საუკეთესო რესტორნების ბრენდ-შეფი: "მეამა", "ბარბარესთან", "ამბასადორი", "ვერე პალასი", "ქარავანი", "ტერასა" და ა.შ.

ლუკა ნაჭყებია

ლუკა სურსათის ტექნოლოგია. ის 2010 წლიდან სურსათის ინდუსტრიაშია, სარესტორნო სფეროში კი 2012 წლიდან ჩაება.
მისი კონსულტაციით 25-ზე მეტი კვების ობიექტი ამუშავდა;

Rating

2014 წლიდან დღემდე ასწავლის აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში, ასევე ატარებს ლექციებს საერთაშორისო მასშტაბით.
არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი: "მესხური ტაბლა", მეგრული ტაბლა", "ქართული გემო".

კონსტანტინე თედელური

Rating
კონსტანტინე სარესტორნო სფეროში 2005 წლიდანაა!
იგი ყველასგან გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებით.
არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის, მათ შორის რესტორან "შეფის ბებიას" დამაარსებელი;
2014 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვეული შეფი იყო;
2018 წელს გაიმარჯვა Gault&Millau-ს ნომინაციაში "ახალგაზრდა ტალანტი".
კონსტანტინე დღემდე აგრძელებს კულინარიულ მოღვაწეობას და ახალი გემოების ძიებას, როგორც დამოუკიდებელი შეფი.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS