13 მაისი, 2019
"თუ ჩემი მეორე ნახევარი ისე მიღალატებს, რომ მე ამას ვერ გავიგებ, მოდი რა ნუ მეტყვი და გულს ნუ მატკენ"
მომღერალი ნინი ქარსელაძე თათია შარანგიას გადაცემა "სთორის" სტუმარი გახლდათ, სადაც მისი ცხოვრების ისეთ ნიუანსებზე ისაუბრა, რაზეც აქამდე გულახდილად არ ულაპარაკია.

ნინიმ გადაცემაში სიყვარულზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როცა შეყვარებულია, უფრო მეტიც თვალები უბრწყინავს.

როგორც ნინიმ გადაცემაში გაიხსენა, ეჭვიანობის გამო, ინგლისში ყველაფერი მიატოვა და საქართველოში ჩამოვიდა, რასაც ახლა ძალიან ნანობს.

ქარსელაძემ გადაცემაში ღალატის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ არ უნდა ჩაერიო.

"ცხოვრება ისეთი რამეა, როცა სყვარულია, ყველაფერი შეიძლება დალაგდეს. ხშირად შევსწრებივარ ასეთ
ფაქტს და მივდივარ და პირადად იმ ბიჭს ვეუბნები.

ერთადერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ჩემს დაქალს ვუთხარი და მერე ვინანე. რაც შემეხება მე, თუ ჩემი მეორე ნახევარი ისე მიღალატებს, რომ მე ამას ვერ გავიგებ, მოდი, რა ნუ მეტყვი და გულს ნუ მატკენ", - განაცხადა ნინიმ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სერა
ვაი შენს პატრონს...
20:01 / 14-05-2019
გამოხმაურება / 0 /
gia
შემაშფოტებელი პრიმიტივიზმი...
16:33 / 14-05-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS