„სანატორიუმი ცისარტყელა იყო, მის ადგილზე ახლა დიდ სასტუმროს აშენებენ. იქ იყო მოსული, მთავრობა და ხალხი ახლდა. ხშირად გვსტუმრობს, ათვალიერებს როგორ მიდის მშენებლობა. აღდგომის დღეებშიც ჩამოსული იყო. ჩემი მეზობელი მივიდა, სახლი აქვს ავარიული და დახმარება სთხოვა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
„ქართული ოცნების თავმჯდომარე აბასთუმანს ზაფხულის შემდეგ ხშირად სტუმრობს. მან რომანოვების სასახლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლიც აიშენა. ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის შემდეგ, აბასთუმანში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება
წყარო: პრაიმტაიმი