მოდის კვირეულის ფარგლებში არაერთი ორიგინალური ჩვენება გაიმართა, ტრადიციას წელსაც არ უღალატა ახალგაზრდა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა.
დათუნამ მაყურებელს, ბუნებრივია, საინტერესო კოლექცია წარუდგინა და შოუს ფინალიც მისთვის დამახასიათებელი, ორიგინალური და შთამბეჭდავი იყო.
მოულოდნელად, სცენაზე არც მეტი არც ნაკლები პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი გამოჩნდა.
ნინოს ოპერის სცენაზე მოწყობილ სპეციალურ პოდიუმზე შავი კაბა ეცვა. მის გამოჩენას დიდი ოვაციები მოჰყვა.