02 მაისი, 2019
"სახელისუფლებო არხი ერთხელ ყველა ვყოფილვართ, მაგრამ რაღაცეებისთვის არ გადაგვიბიჯებია" - რას წერენ ინგა გრიგოლია და ნანუკა ჟორჟოლიანი მაია სტეფნაძეზე
ცნობილი ტელეპროდუსერი მაია სტეფნაძე "ტელეიმედიდან" გაათავისუფლეს. ამის შესახებ პროდუსერმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

მისი თქმით, ტელევიზიიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არხმა მას შემდეგ მიიღო, როდესაც სტეფნაძემ პანკისელებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მაია სტეფნაძის სამსახურიდან გათავისუფლებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტებიც.

"სახელისუფლებო არხი ერთხელ ყველა ვყოფილვართ, მაგრამ რაღაცეებისთვის არ გადაგვიბიჯებია. მაგალითად, არ გვიკეთებია სიუჟეტები სხვების სიუჟეტებზე. არ გვიკრიტიკებია კოლეგები პოზიციის გამო.

ნუ, ახლა არ მოვყვები რომ რუსული “ნარატივის” გაპრავება უფრო და ძალიან ტეხავს და შესაბამისად თქვენ უფრო ცუდ
დღეში ხართ. აი, ამ ყველაფრის ფონზე, ეს ამბავი კიდევ უფრო არანორმალურია.

აქ იმედია, სადაც პოსტის გამო ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ. მაია სტეფნაძე შენ ქმნიდი მაგ არხზე ყველაზე რეიტინგულ გადაცემას, ამიტომ ახლა უკვე არხმა იდარდოს. დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემი იმედელი კოლეგა, ჩვენზე მეტად წუხს ამ ამბის გამო", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.


ერთ-ერთი პირველი, ვინც მომხდარმა ფაქტმა აღაშფოთა, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გახლდათ.

"მაიკო, როგორ მიყვარხარ! მაგარო და გადარეულო. შენთან ვარ ყველგან და ყოველთვის. ,,იმედისგან,, სამსახურიდან გამოგდებები რომ არ მიკვირს,მაგას აღარ დავწერ ახლა", - დაწერა ინგრა გრიგოლიამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Аноним
ახლა ვხვდები რომ ჭკვიანურად მოიქცნენ რუსთავი 2 ს წამყვანები ვინც ფეხის ხმას არ აყვა და იმედზე არ გადავიდნენ ვინც წავიდა ყველა აქეთ იქით გაიფანტნე იმედს რეიტინგი აუვარდა თავში
19:41 / 02-05-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS