მისი თქმით, ტელევიზიიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არხმა მას შემდეგ მიიღო, როდესაც სტეფნაძემ პანკისელებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მაია სტეფნაძის სამსახურიდან გათავისუფლებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტებიც.
"სახელისუფლებო არხი ერთხელ ყველა ვყოფილვართ, მაგრამ რაღაცეებისთვის არ გადაგვიბიჯებია. მაგალითად, არ გვიკეთებია სიუჟეტები სხვების სიუჟეტებზე. არ გვიკრიტიკებია კოლეგები პოზიციის გამო.
ნუ, ახლა არ მოვყვები რომ რუსული “ნარატივის” გაპრავება უფრო და ძალიან ტეხავს და შესაბამისად თქვენ უფრო ცუდ
აქ იმედია, სადაც პოსტის გამო ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ. მაია სტეფნაძე შენ ქმნიდი მაგ არხზე ყველაზე რეიტინგულ გადაცემას, ამიტომ ახლა უკვე არხმა იდარდოს. დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემი იმედელი კოლეგა, ჩვენზე მეტად წუხს ამ ამბის გამო", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც მომხდარმა ფაქტმა აღაშფოთა, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გახლდათ.
"მაიკო, როგორ მიყვარხარ! მაგარო და გადარეულო. შენთან ვარ ყველგან და ყოველთვის. ,,იმედისგან,, სამსახურიდან გამოგდებები რომ არ მიკვირს,მაგას აღარ დავწერ ახლა", - დაწერა ინგრა გრიგოლიამ.