02 მაისი, 2019
თუ პატრიარქი დამირეკავს, 17 მაისს ვიმღერებ - ნინო ქათამაძე
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში ნინო ქათამაძე მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალიან რთულია, როცა პატრიარქის სახელით გელაპარაკებიან… თუ დამირეკავს პატრიარქი, მე უარს ვერ ვიტყვი, მაგრამ არა უმცირესობების დამცირების და არაღიარების ხარჯზე. თუ მე მომიწევს, როგორც მოქალაქეს, ოფიციალურად ამ ღონისძიებაზე სიმღერა, ეს არ მოხდება ლგბტ თემის უფლებების ხარჯზე”, - განაცხადა ქათამაძემ.

სამების ტაძრის ეზოში, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნია“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
პ.ს.
თემი არაა...მთვრალი ძროხა
15:28 / 03-05-2019
გამოხმაურება / 0 /
მრევლი
ჯერ ერთი ტაძრის ეზო საკონცერტო ადგილი არ არის და მეორეც ერთი ვისაც მაგათი საწინააღმდეგო არაფერი აქვს მაგათთან იმღეროს
15:26 / 03-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ქართულ ტრადიციებს , სამშობლოს, წინაპრებს , ჩვენ ისტორიას და რელიგიას, ყველა ჭეშმარიტმა ქართველმა ქრისტიანმა უნდა სცეს პატივი!
14:15 / 02-05-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS