02 მაისი, 2019
პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ დაწერილი სტატუსის გამო "იმედის" ხელძღვანელობამ მაია სტეფნაძე სამსახურიდან გაათავისუფლა
ცნობილი ტელეპროდუსერი მაია სტეფნაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მაია სტეფნაძის თქმით, "იმედის" ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან პანკისში მიმდინარე მოვლენების გარშემო დაწერილი სტატუსის გამო გაათავისუფლა.

"ტელეკომპანია ,,იმედის,, დირექტორს, გიორგი კალანდარიშვილს და ამ ხელისუფლებას მაგრად არ გაუმართლა, რომ მე ზუგდიდელი ქალბატონის, ია კერზაიასავით გული არ გამისკდა.

მე გადავრჩი და ეხლა ვეღარ გამაჩუმებთ!

თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ ,,ფეისბუქზე,, დადებული პოსტის გამო, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შეფასების
გამო, იმის გამო, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ!! თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!! თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხარით, ისე რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის. თავიც კი არ შეიწუხეთ!

ამბავი კი მდგომარეობს შემდეგში: მას მერე ,რაც ,,ფეისბუქზე ,,პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა ,,იმედის,, დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო... ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე.
,,იმედის,, ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ მე სანიმუშოდ დაგესაჯეთ, რომ ამ ხელისუფლების უტიფრად გამპრავებელი ტელევიზიის ვერც ერთმა რიგითმა პატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნალისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს...

არ გამოგივათ!!!
გარეთ 21-ე საუკუნეა!!!

ქართველი ხალხი ყველაფერს იტანს...ოღონდ დროებით... სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა.

მე კარგად ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა არ იქნება მარტივი, რომ წინ მაქვს ათასგვარი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ტალღა, მაგრამ ამ ბრძოლას ვიწყებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შევქმნა პრეცენდენტი, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითი თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მე მინდა, რომ სხვებს მივცე მაგალითი ..არ შეიძლება 21-ე საუკუნეში, რაც არ უნდა ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდე, ეს გაგიბედოს ვინმემ და მითუმეტეს გაუვიდეს.." - წერს მაია სტეფნაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Аноним
ძალიან ცუდი ეს ხომ იმას ამტკიცებს რომ იმედი სამთავრობო არხია სტეფნაძე რეიტინგულ შოუს აკეთებდა ამ გადაწყვეტილებით იმაზე მაინც ეფიქრათ რომ მაყურებელს დაკარგავენ და საერთოდ რა არასტაბულური გახდა იმედი პანტაპუნტით ხსნიან და მერე ხურავენ გადაცემებს ახლა მესმის რუსთავი 2 ს წამყვანები ცოცხალი თავით რატომ არ მიდიან იმედზე არა აქვთ გარანტია რომ სტაბულური სამსახური ექნებათ
18:39 / 02-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ალბათ უკვე იგრძნო საფრთხის მოახლოვება და იმიტომ გამოვიდა სიტყვით, განა ამაზე მეტი არ მომხდარა მაგრამ ხმა არ იღებდა
01:05 / 02-05-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS