რამდენიმე კვირის წინ, თათიას ინტერვიუმ, რომელიც „ფეშენჰოლიკმა“ გამოაქვეყნა, მოდელის პოპულარობა ერთი ორად გაზარდა.
მან ქართულ და მსოფლიო სამოდელო სფეროში არსებულ ვითარებაზე დაუფარავად ისაუბრა და რამდენიმე ქართველი დიზაინერი, მოდელებისადმი „არასათანადო“ მოპყრობაში დაადანაშაულა.
თათია ამჯერად ბარსელონაში იმყოფება, მოდელმა მარკეზას საქორწინო კაბების კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ის ამ ჩვენებაზე ბრწყინავდა.
თათიამ მარკეზას ჩვენებაში პირველად მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მოდელის ერთ-ერთი ბოლო, წარმატებული ჩვენება „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე გამოსვლა
რაც შეეხება თავად მარკეზას, მან წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია არ წარადგინა და ამისთვის ბარსელონა აირჩია.