ეს იყო Black Eyed Peas-ის პირველი ალბომი, რომელიც Fergie-სთან თანამშრომლობით ჩაიწერა.
Black Eyed Peas-ის მსმენელი მუსიკალური ექსპერიმენტებით მუდმივად განებივრებული იყო, თუმცა, 2009 წელს გამოსულმა ალბომმა "The E.N.D." კიდევ ერთხელ გამოკვეთა, ჯგუფი თავის მუსიკალურ სივრცეს უფრო მეტად აფართოებდა. “Boom Boom Pow", "I Gotta Feeling", "Imma Be" - ეს ალბომში შესული იმ კომპოზიციების არასრული ჩამონათვალია, სადაც ელექტრონული ჟღერადობა დიდი ხარისხით იგრძნობოდა. 11 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით და „გრემის“ 6 ნომინაციით "The E.N.D" არა მხოლოდ Black Eyed Peas-ის, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი გახდა.
ჯგუფის უკანასკნელი ალბომი "Masters of the Sun Vol. 1" Fergie-ის გარეშე ჩაიწერა. მან სოლო-კარიერა დაიწყო. ალბომისთვის მიძღვნილი ტურნე ჯგუფის როგორც ძველ, ასევე ახალ ჩანაწერებსაც მოიცავს და ფაქტობრივად, Black Eyed Peas-ის ყველა მნიშვნელოვან ჰიტს აერთიანებს.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე TKT.ge და Eventer.ge. ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება.
„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpi ons, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Vanesa Mae, CeeLo Green და Eric Benet-ს უმასპინძლა.