30 აპრილი, 2019
"ბლექ სი არენაზე" Black Eyed Peas იმღერებს
ჯგუ­ფი 1995 წელს და­არ­სდა და თავ­და­პირ­ვე­ლად ძი­რი­თად აქ­ცენტს ჰიპ-ჰოპ­ზე აკე­თებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მას­შტა­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და და Black Eyed Peas გლო­ბა­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ფე­ნო­მე­ნი გახ­და. 1998 წელს გამოიცა ჯგუ­ფის სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი "Behind the Front"-ი, რო­მელ­საც 2 წლის შემ­დეგ "Bridging the Gap"-ი მოჰ­ყვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბით კრი­ტი­კო­სე­ბის ქება და­იმ­სა­ხუ­რეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი მა­ინც 2003 წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "Elephunk"-ი გახ­და. მასში ჯგუ­ფის ისე­თი ჰი­ტე­ბი შე­ვი­და, რო­გო­რე­ბი­ცაა: „Where Is the Love?”, „Shut Up” და „Let's Get
It Started”. ამ უკა­ნას­კნელ­მა ბენ­დს პირ­ვე­ლი გრე­მის ჯილ­დო მო­უ­ტა­ნა, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში: „სა­უ­კე­თე­სო რეპ­შეს­რუ­ლე­ბა“.

ეს იყო Black Eyed Peas-ის პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი, რო­მე­ლიც Fergie-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩა­ი­წე­რა.

Black Eyed Peas-ის მსმე­ნე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით მუდ­მი­ვად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა, 2009 წელს გა­მო­სულ­მა ალ­ბომ­მა "The E.N.D." კი­დევ ერთხელ გა­მოკ­ვე­თა, ჯგუ­ფი თა­ვის მუ­სი­კა­ლურ სივ­რცეს უფრო მე­ტად აფარ­თო­ებ­და. “Boom Boom Pow", "I Gotta Feeling", "Imma Be" - ეს ალ­ბომ­ში შე­სუ­ლი იმ კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, სა­დაც ელექტრო­ნუ­ლი ჟღე­რა­დო­ბა დიდი ხა­რის­ხით იგ­რძნო­ბო­და. 11 მი­ლი­ო­ნი გა­ყი­დუ­ლი ეგ­ზემპლა­რით და „გრე­მის“ 6 ნო­მი­ნა­ცი­ით "The E.N.D" არა მხო­ლოდ Black Eyed Peas-ის, არა­მედ ბოლო წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ალ­ბო­მი გახ­და.

ჯგუ­ფის უკა­ნას­კნე­ლი ალ­ბო­მი "Masters of the Sun Vol. 1" Fergie-ის გა­რე­შე ჩა­ი­წე­რა. მან სოლო-კა­რი­ე­რა და­ი­წყო. ალ­ბო­მის­თვის მი­ძღვნი­ლი ტურ­ნე ჯგუ­ფის რო­გორც ძველ, ასე­ვე ახალ ჩა­ნა­წე­რებ­საც მო­ი­ცავს და ფაქ­ტობ­რი­ვად, Black Eyed Peas-ის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ჰიტს აერ­თი­ა­ნებს.

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყე­ბა დღეს, 30 აპ­რილს, სა­ღა­მოს 20:00 სა­ათ­ზე სა­ი­ტებ­ზე TKT.ge და Eventer.ge. ბი­ლე­თე­ბის ფასი 50 ლა­რი­დან ი­წყე­ბა.

„ბლექ სი არე­ნა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­კონ­ცერ­ტო არე­ნა და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცეა, რო­მე­ლიც შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა 2008 წელს ფონდ „ქარ­თუს“ ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო და ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2016 წელს კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნა.

უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი სცე­ნის ვარ­სკვლა­ვებს, მათ შო­რის Aerosmith, The Scorpi ons, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Vanesa Mae, CeeLo Green და Eric Benet-ს უმას­პინ­ძლა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS