26 აპრილი, 2019
"ერთი აუცილებელი წესია რომელსაც მე არ ვარღვევ" - ლიკა კვარაცხელიას პასკის რეცეპტი
მოდელი და ბიზნესვუმენი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში რეცეპტს აქვეყნებს. სწორედ ამ რეცეპტით ამზადებს ის სააღდგომოდ ხაჭოს პასკას.
"ხაჭო 700 გრ
კარაქი 100 გრ
შოკოლადი 200 გრ
შაქრის პუდრა 150 გრ
ნაღები 500 გრ

გავადნოთ შოკოლადი 100 გრამ ნაღებში,
დავაბლენდეროთ ხაჭო,
ავთქვიფოთ 400 გრ ნაღები,
ხაჭო გავყოთ ორ ნაწილად, სხვადასხვა ჯამში.
ერთ ნაწილში დავამატოთ ათქვეფილო ნაღების 2/3, 50 გრ კარაქი, 100 გრ შაქრის პუდრა და ავთქვიფოთ.

მეორე ნაწილში დავამატეოთ
ნაღები 1/3, კარაქი 50 გრ, 50 გრ
შაქრის პუდრა და შოკოლადი.

მიღებული მასა გადავიტანოთ წინასწარ ჩაფენილ მარლიან საწურზე.
დავტოვოთ მაცივარში 12-24 საათის განმავლობაში" 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS