გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნინი ქარსელაძის კონცერტი ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფლის დღესასწაულის აღსანიშნავად, 30 აპრილს ჩატარდება.
"რეიტინგი" ნინი ქარსელაძეს დაუკავშირდა და შეეცადა, ინფორმაცია მასთან გადაემოწმებინა.
- ნინი, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ ყვარელში დაგეგმილი კონცერტის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 6 249 ლარს გადაგიხდიან ჰონორარის სანაცვლოდ...
- წავიკითხე ეს ინფორმაცია და როგორც აწყობთ, ისე
ეს ჩვეულებრივი ამბავია. როგორც გვითხრეს, ყვარლის მოსახლეობის მოთხოვნა იყო, ჩვენ გვემღერა მათ დღესასწაულზე და ბუნებრივია, სიამოვნებით დავთანხმდით.
რაც შეეხება თანხას, მე და "ქუჩის ბიჭებს" ჰონორარის სახით 4 999 ლარი უნდა გადაგვიხადონ, გაყავით ეს თანხა ოთხ მომღერალზე და ნახავთ თითოეული მომღერალი რამდენს ავიღებთ. ოფიციალური ხელშეკრულებაც არსებობს და თუ საჭირო გახდება, გავასაჯაროვებთ.