„ამას ადასტურებს ძალიან ბევრი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია და ფაქტიც სახეზეა, საიდანაც მე გამოვდივარ. რაც შეეხება ჩემს მანქანაში არსებულ ნივთიერებებს, მე ეს ყველაფერი დავადასტურე, მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს, ყველაფერი ჩემია და სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან
მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა ათი ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით, 10 ათასლარიანი გირაო განუსაზღვრა.