24 აპრილი, 2019
"ეჭვიანი ქალივით მთელ ქალაქში ვეძებ..." - როგორი მეუღლე და მამაა ლევან წულაძე და რა მნიშვნელოვანი სიახლის მოლოდინშია რეჟისორის ოჯახი
მსა­ხი­ო­ბი მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა მალე სი­დედ­რი გახ­დე­ბა: მისი და რე­ჟი­სორ ლე­ვან წუ­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი - თი­ნა­თი­ნი (რო­მე­ლიც მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლავთ) და­ნიშ­ნუ­ლია და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას იწყებს... ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას ქა­ლურ თე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- თავს ძლი­ერ ქა­ლად მი­იჩ­ნევთ?


- არა მგო­ნია. გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში სუ­ლის სიმ­ტკი­ცე გა­მო­მი­ჩე­ნია, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე ასე პირ­და­პირ ვერ ვი­ტყვი, რომ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში რო­გორ იქ­ცე­ვით?


- ჩემს გა­სა­კე­თე­ბელს თა­ვად ვა­კე­თებ. ვცდი­ლობ, გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვო და სხვი­სი ხე­ლის შემ­ყუ­რე არ ვიყო, არც - მო­რა­ლუ­რად, არც -
მა­ტე­რი­ა­ლუ­რად.

- ისე­თი სა­მე­გობ­რო წრე გყავთ, რო­მელ­საც კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც ხვდე­ბით?


- კი, რო­გორ არა! ნამ­დვი­ლად მყავს და მი­მაჩ­ნია, რომ მე­გობ­რო­ბა ერთ-ერთი სუ­ლი­ე­რი საზ­რდოა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.



- ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი გყავთ?

- ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბიც მყავს და მერე შე­ძე­ნი­ლიც. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მათ არ­სე­ბო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში - გა­დამ­წყვე­ტიც, რად­გან მა­გა­ლი­თად, ნა­თე­სავს არ ირ­ჩევ, მე­გო­ბარს კი ირ­ჩევ და "გზრდის", მას­თან შენს აზ­რებს ამოწ­მებ და ა.შ. უამ­რა­ვი ნი­უ­ან­სია. უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რე­ბი სა­ჭი­რო­ნი არი­ან. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS