დაკავებული მსახიობის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლამდე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალებაა, თუმცა, ოდენობა ამ ეტაპისთვის მისთვის ცნობილი არ არის.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ლევან ჯიბღაშვილი არ უარყოფს, რომ ხელჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს.
"დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მას შემდეგ მივაწვდით, რაც ბრალის ფორმულირებას გავეცნობით.
ლევან ჯიბღაშვილი მისი შემოწმების პროცესიდან მოცემულ მომენტამდე თანამშ
თუ ვის ეკუთვნოდა, რატომ იყო აღნიშნული ხელჩანთა მის ავტომობილში, ან რატომ აღმოჩნდა, ამის შესახებ გამოძიებას დაკითხვის პროცესში მივაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა გიგუაშვილმა.
ის უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ამოღებული ხელჩანთა ლევან ჯიბღაშვილის მეგობრის იყო. "ეს არ შეესაბამება სიმართლეს, სიმართლე იქნება ის, რასაც მე განვაცხადებ", - აღნიშნა ადვოკატმა.