23 აპრილი, 2019
"ის არ უარყოფდა, რომ ხელჩანთა სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებებით, მისი ავტომობილიდან ამოიღეს" - ლევან ჯიბღაშვილს ბრალი წაუყენეს
მცხე­თის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს ბრა­ლი ცოტა ხნის წინ წა­უ­ყე­ნეს.

და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის ად­ვო­კატ­მა, ამი­რან გი­გუ­აშ­ვილ­მა მცხე­თის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში შეს­ვლამ­დე გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ ექ­სპერ­ტი­ზით და­დას­ტურ­და, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, თუმ­ცა, ოდე­ნო­ბა ამ ეტა­პის­თვის მის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი არ უარ­ყოფს, რომ ხელ­ჩან­თა, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იყო, მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ამო­ი­ღეს.

"და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას შემ­დეგ მი­ვაწ­ვდით, რაც ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბას გა­ვეც­ნო­ბით.

ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი მისი შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი­დან მო­ცე­მულ მო­მენ­ტამ­დე თა­ნამ­შ
რომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან იმი­სათ­ვის, რომ ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ ყვე­ლა ნი­უ­ან­სი დად­გინ­დეს. ის არას­დროს უარ­ყოფ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­ჩან­თა, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იყო, მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ამო­ი­ღეს.

თუ ვის ეკუთ­ვნო­და, რა­ტომ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­ჩან­თა მის ავ­ტო­მო­ბილ­ში, ან რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბას და­კი­თხვის პრო­ცეს­ში მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და გი­გუ­აშ­ვილ­მა.

ის უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს, ამო­ღე­ბუ­ლი ხელ­ჩან­თა ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის მე­გობ­რის იყო. "ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, სი­მარ­თლე იქ­ნე­ბა ის, რა­საც მე გან­ვა­ცხა­დებ", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS