23 აპრილი, 2019
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ძიუდოისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ცოლზე მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ნაგლიაშვილი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 5 მარტს დააკავეს. ნაგლიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-151-ე მუხლით და 126¹ მუხლით წარედგინა, რაც ოჯახში დანაშაულისთვის პასუხისმგელობას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა, ის არაერთხელ დაარღვია. მათივე ინფორმაციით, ნაგლიაშვილი ცოლისთვის გაგზავნილი მუქარის შემცველი მესიჯების გამო დააკავეს. ეს მესიჯები
ძიუდოისტის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS