13 მარტი, 2014
როგორ ეხმაურება ეკა კვალიაშვილი მარინა ბერიძის ოჯახის დანგრევას - ''ქმარი წავართვი''?
ამ უსიამოვნებებს ჩემი პირადი პრობლემაც დაერთო. ზუსტად ეს გამოიყენეს, თითოეულმა მათგანმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა დაახლოებით ერთი წლის წინ ჟურნალი ''რეიტინგი'' პირველი წერდა, რომ მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძის ოჯახი დაენგრა. მაშინ ქალბატონი მარინა ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებდა, თუმცა მაშინ ამ ჭორმა მთელი თბილისი შოკში ჩააგდო.

არავის სჯეროდა, რომ ამდენი წლის ოჯახი დაინგრა, რადგან ქალბატონი მარინა ძლიერი, პოპულარული ქალი გახლვათ და მეორე ნახევარზეც ყოველთვის თბილად ლაპარაკობდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მარინა ბერიძემ დანგრეულ ოჯახზე ისაუბრა.

ჟურნალ ''სარკესთან'' ინტერვიუში ამბობს...
"ეკა კვალიაშვილი დიდი მომღერალია. ერთხელ ვთქვი, რომ ის შეუმდგარია, ამაში შემოქმედებითი მხარე არ მიგულისხმია, უბრალოდ, მას კონცერტებში არ იყენებენ. კვალიაშვილი ჩემი მომღერალი არ არის. ის იმდენად დიდი მომღერალია, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, მე მომწონს თუ არა?..

ამ უსიამოვნებებს ჩემი პირადი პრობლემაც დაერთო. ზუსტად ეს გამოიყენეს, თითოეულმა მათგანმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. ვგიჟდები, ამის პარალელურად ეკლესიაში როგორ დადიან. მე ხომ არ ვიყავი რომანების, თავგადასავლების მოყვარული, ერთის ნაცვლად 18 ქმარი ხომ არ მყავდა, როგორც ეგენი გამოდიან და ჰყვებიან ხოლმე.

მთელი ცხოვრება ერთი ქმარი მყავდა და ძალიან კარგი ოჯახი მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი ერთად დამენგრა. ასეთ დროს ადამიანს მიზანმიმართულად წიხლი არ უნდა დააჭირო.

ეკას მივმართავ, ალბათ მისთვის ადვილი იყო ერთი, ორი, სამი ქმარი, აღარ მახსოვს, უკვე რამდენი, მაგრამ მარინა ბერიძეს ასე არასდროს ჰქონია. ერთი რამის მჯერა, სხვის უბედურებაზე ბედნიერება არავის აუწყვია".

მოგვიანებით სოციალურ ქსელში ეკა კვალიაშვილი მარინა ბერიძეს გამოეხმაურა:

''შემეცოდე, მაგრამ... ამის სარკაზმს დააკვირდით, სადაც ამბობს, რომ ეკა კვალიაშვილი დიდი მომღერალიაო. კიდევ დააკვირდით, მე სიებს არ ვადგენო, და მერე წერს, ვარჩევო და კვალიაშვილი დიდი მომღერალია და მე არ მჭირდებაო.

მერე ბოლოს წერს, რომ ბევრი ქმარი ჰყავს ეკასო და მას მივმართავ, მე ერთი მყავდა და ძალიან მაგარი ოჯახი მქონდაო. და ბოლოს, წერს, რომ ქმარმა მიატოვა და სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააწყობო, რატომღაც მე მომმართავს.

რა შუაში ვარ ხომ ვერ მეტყვით, ქმარი წავართვი, მე გავაჩინე ასეთი გველკუა, რა შუაში ვარ მე. ჰო, ჩემო მარინე, სხვისი ცხოვრების გაფუჭებით და თუნდაც მცდელობით, შენ რომ ვერაფერი მოიგე კი ვხედავთ!!!

ისე, ხომ გითხარი უკვე მე შენ, საკუთარ ჭაღარას ეცი პატივი და სისულელეებს ნუ წერ ამხელა ქალი!!!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ირა
ჟურნალისტს მივმართავ- თბილისელების სახელით ნუ ლაპარაკობ,მთელი თბილისი ნამდვილად არ ჩავარდნილა შოკში იმის გამო,რომ ბერიძეს ოჯახი დაენგრა.რატომღაც მგონია რომ თავისივე ბრალი იქნება,ამბიციებმა შეაწუხა.
18:55 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ მარინას და ძალიან მიყვარს. სულ არ ვიცნობ, უბრალოდ ადამიანურად. ქალბატონი მარინა სულაც არ გულისხმობდა იმას, რასაც ეკა პასუხობს. ნუთუ შვილიშვილმაც არ გააკეთილა ეს ადამიანი?! საწუხაროა....
18:50 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
რა ბერიდზს საქმეა კვალიასჰვილს რამდენი ქმარი ყავდა?რაგაც მოტეხილი მეცჰვენება ბერიდზე ეტყობა ვეგარ ბლატაობს დზველებურად
18:21 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
მდააა!!! ასეა ქალბატონო ბერიძევ,ცინიზმს რომ არ გამოკიდებოდი,დღესაც ადამიანად ჩაგთვთვლიდა ხალხი და არა ''გველუკად'' :)
17:49 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ინა
ძალიან ზნელია ამდენი წლის სექმნილი ოჯახის დანგრევა ვისზეც გავიგებ ზალიან განვიცდი ხოლმე
17:00 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS