13 მარტი, 2014
როგორ ეხმაურება ეკა კვალიაშვილი მარინა ბერიძის ოჯახის დანგრევას - ''ქმარი წავართვი''?
ამ უსიამოვნებებს ჩემი პირადი პრობლემაც დაერთო. ზუსტად ეს გამოიყენეს, თითოეულმა მათგანმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა დაახლოებით ერთი წლის წინ ჟურნალი ''რეიტინგი'' პირველი წერდა, რომ მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძის ოჯახი დაენგრა. მაშინ ქალბატონი მარინა ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებდა, თუმცა მაშინ ამ ჭორმა მთელი თბილისი შოკში ჩააგდო.

არავის სჯეროდა, რომ ამდენი წლის ოჯახი დაინგრა, რადგან ქალბატონი მარინა ძლიერი, პოპულარული ქალი გახლვათ და მეორე ნახევარზეც ყოველთვის თბილად ლაპარაკობდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მარინა ბერიძემ დანგრეულ ოჯახზე ისაუბრა.

ჟურნალ ''სარკესთან'' ინტერვიუში ამბობს...
"ეკა კვალიაშვილი დიდი მომღერალია. ერთხელ ვთქვი, რომ ის შეუმდგარია, ამაში შემოქმედებითი მხარე არ მიგულისხმია, უბრალოდ, მას კონცერტებში არ იყენებენ. კვალიაშვილი ჩემი მომღერალი არ არის. ის იმდენად დიდი მომღერალია, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, მე მომწონს თუ არა?..

ამ უსიამოვნებებს ჩემი პირადი პრობლემაც დაერთო. ზუსტად ეს გამოიყენეს, თითოეულმა მათგანმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. ვგიჟდები, ამის პარალელურად ეკლესიაში როგორ დადიან. მე ხომ არ ვიყავი რომანების, თავგადასავლების მოყვარული, ერთის ნაცვლად 18 ქმარი ხომ არ მყავდა, როგორც ეგენი გამოდიან და ჰყვებიან ხოლმე.

მთელი ცხოვრება ერთი ქმარი მყავდა და ძალიან კარგი ოჯახი მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი ერთად დამენგრა. ასეთ დროს ადამიანს მიზანმიმართულად წიხლი არ უნდა დააჭირო.

ეკას მივმართავ, ალბათ მისთვის ადვილი იყო ერთი, ორი, სამი ქმარი, აღარ მახსოვს, უკვე რამდენი, მაგრამ მარინა ბერიძეს ასე არასდროს ჰქონია. ერთი რამის მჯერა, სხვის უბედურებაზე ბედნიერება არავის აუწყვია".

მოგვიანებით სოციალურ ქსელში ეკა კვალიაშვილი მარინა ბერიძეს გამოეხმაურა:

''შემეცოდე, მაგრამ... ამის სარკაზმს დააკვირდით, სადაც ამბობს, რომ ეკა კვალიაშვილი დიდი მომღერალიაო. კიდევ დააკვირდით, მე სიებს არ ვადგენო, და მერე წერს, ვარჩევო და კვალიაშვილი დიდი მომღერალია და მე არ მჭირდებაო.

მერე ბოლოს წერს, რომ ბევრი ქმარი ჰყავს ეკასო და მას მივმართავ, მე ერთი მყავდა და ძალიან მაგარი ოჯახი მქონდაო. და ბოლოს, წერს, რომ ქმარმა მიატოვა და სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააწყობო, რატომღაც მე მომმართავს.

რა შუაში ვარ ხომ ვერ მეტყვით, ქმარი წავართვი, მე გავაჩინე ასეთი გველკუა, რა შუაში ვარ მე. ჰო, ჩემო მარინე, სხვისი ცხოვრების გაფუჭებით და თუნდაც მცდელობით, შენ რომ ვერაფერი მოიგე კი ვხედავთ!!!

ისე, ხომ გითხარი უკვე მე შენ, საკუთარ ჭაღარას ეცი პატივი და სისულელეებს ნუ წერ ამხელა ქალი!!!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
თეა
საოცარი ამბებია და კომენტარები ხომ შეუდარებელი, მაგრამ განსაკუთრებით ქვემოთ თამუნას Kომენტარმა აღმიდძრა მადა წერის, იძახის დიდ პატივს Vცემ მარინესო ადამიანურად და Kვალიაშვილი შვილიშვილმაც ვერ გააკეთილაო, ბერიძის ადამიანობა და პატივსაცემი საქციელი სად ნახე ჩემო თამუნია? თან Iძახი არ ვიცნობო, კვალიაშვილს პირზე კოცნით იცნობ მისი ბოროტება და ხასიათი რომ იცი? ყველამ თAვის თავს რომ Mიხედოს და სხვის ცხოვრებაზე ენა არ ატყლაშუნოს ერს დავემსგავსებით!!!!
07:52 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინკა
კვალიაშვილი კაი გველუკა ყოფილა?!:) ბერიძე რაც არის -პროფესიონალია და ეკა თუ ვერ შედგა "დიდ"მომღერლად,არავის ბრალი არაა,მიუხედავად იმისა ,რომ უნიკალური ხმა აქვს და შვილს უკეთესი კიდევ...ჩვენი მუსიკოსები გამზადებულზე "შესვი",სხვა შემთხვევაში "ჩაგრავენ"ან კომპლექსდებიან,..სოლო კონცერტებზე თქვენ არ წუხდებით და კონცერტზე თუ დაგიძახეს მადლობა თქვით,ყველა პოდიუსერს თუ ორგანიზატორს აქვს არჩევანის უფლება!ვწუხვარ ქ.მარინას სიტუაციის გამო...
06:51 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა კვალიაშვილს
შე მართლა გველკუა. არავის არ უყვარხარ . მარინა ბერიძის ფრჩხილის ფასიც კი არ ხარ. ერთ რამეში ჯობიხარ მარტო მარინას და იცი რაში: მიხვდი აბა : ქმრების გამოცვლაში.
02:35 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
es kvaliaSvili autenelia
გაცუმდი დედაკაცო,სიმღერა არ შეგიზლია,რომ გაჩუმდე არც ეს?ფუუუუ,აუტანელი,ისეთუარყოფითებს აფრკვევს
22:24 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
beridze umagresia
კვალიაშვილოოოო,ტვინი ნუ წაიღეეეე,რა დაბლოკვა,თუ რამის გაკეთება შეგიძლია,მიდი გააკეთე,იმღერე,მოვუსმენთ თუ მოგვეწონება... ვეღარ მღერი? ჰოდა გაჩუმდი... ბერიძეს არ ვიცნობ,მაგრამ ვხედავ მის გაკეთებულს,აი შენგან კი მბლოკავენ მბლოკავენ ამის მეტი არაფერი მესმის
22:22 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ტორემ კვალიაშვილია პატარა გოგო, შენს ჭაღარას ეცი პატივიო - რომ უწერს
21:05 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქ-ნ მარინას
საქართველოში სიმარტლე და პროფესიონალიზმი არასოდეს ფასობდა და ნუ გიკვიერთ რაც ხდება. დღეს ისეტი უმდაბლესი დონეა სცენაზე რომ ლამის ხალხსაც ჯერა უკვე რომ ნინა წკრიალაშვილი მომღერალია. გიწევტ ტანაგრძნობას ამდენი გულისტკივილი რომ ერტად დაგატყდათ ტავს და დიდ პატივს ვცემ ტქვენს პროფესიონალიზმს,
20:16 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ისა და, მარინა ბერიძის ქმარი ეკასთან წავიდა? რა ხდება ვერ გავიგე O.o
20:08 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
?
ეს კვალიაშვილი მეც არ მომწონს, მერე რააა?
19:18 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნი
კვალიასვილის სიტყვები ნიშნისმოგებად ჟღერს და არაა კეტილშობილი საქციელი
19:08 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS