22 აპრილი, 2019
"My respect გიორგი გახარია!!" - ხათუნა ჟორდანიას "ფეისბუქზე" შემოსვლა აღარ სიამოვნებს
ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"დიდი ხანია, აღარ მსიამოვნებს, ფბ. ში შემოსვლა. მართალი გითხრათ, აღარც საინფორმაციებს ვადევნებ თვალყურს.... მეჩვენება, რომ აგრესია, ზიზღი, ადამიანების დაცინვა, არაკომპეტენტურობა, გახდა უმრავლესობისთვის, ჩვეულებრივი ცხოვრების წესი.
დღეს, დილიდან(შემთხვევითჩავრთე ტელევიზორი და ვისმენ, რომ მთავრობას აკრიტიკებენ, გუშინდელ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით -"ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეყილება მიიღო გვახარიამ"ო, გიორგი გახარია
ნეტა, იმაზე უპასუხისმგებლო იყო, ეს გადაწყვეტილება, ვიდრე ყოფილმა შსს მინისტრმა ბარამიძემ და ნაც. მოძრაობამ მიიღო, სვანეთის მოსახლეობის და აფრასიძეების
მიმართ???

მე კი მომეჩვენა, რომ პირიქით, ძალიან მაგრად გაანეიტრალა, დაძაბულობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

არავის ვახვევ ჩემს აზრს და ნუ შემომივარდებით სალანძღავად ნურავინ. ჩემს აზრს გამოვთქვამ, ჩემს გვერდზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ- მომწონს ჩემი ქვეყნის, შსს. მინისტრი- გახარია.
My respect@გიორგი გახარია!!!!!", - წერს ჟორდანია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS