რატომღაც, მას მერეც, რაც საქართველოში მთავრობა შეიცვალა და თინასთვის საძულველი სააკაშვილი არ არის ქვეყნის სათავეში, თინამ დამოკიდებულება ვერ შეიცვალა და საქართველოზე მეტად კვლავ რუსეთზე შესტკივა გული.
თანაც ამის აფიშირებას აკეთებს და კიდევ მეტ აგრესიას
საღად მოაზროვნე ცნობილი რუსები ღიად ამბობენ, რომ პუტინის მთავრობა დამღუპველია პირველ რიგში რუსეთისთვის. მაგალითად, ბოლო დროს თინას ''დიდმა მეგობარმა'' ქსენია სობჩაკმა საჯაროდ თქვა, რომ მას და მის ქმარს რცხვენიათ რუსეთის გამო.
ამ დროს განსაკუთრებულად თვალში საცემი და გამაღიზიანებელიც კია ეროვნებით ქართველი ქალბატონის ამგვარი პრორუსული გამოსვლები. ამიტომაც არის, რომ თინას გვერდს ''ფეისბუქსა'' თუ სხვა სოციალურ ქსელებში პირდაპირ უტევენ ქართველი თუ რუსი მომხმარებლები, რომლებიც მის პოზიციებს აპროტესტებენ.
სულ ბოლოს ყველაზე ცინცხალი განცხადება თინამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და რუსეთის ფედერაციის ლიდერისადმი კომპლიმენტებად დაიღვარა: ''პუტინი რუსეთის ნაციონალური ლიდერია, ისტორიული მნიშვნელობის. ის XXI საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერია''.
სიყვარული ბრმააო, ამაზეა ნათქვამი. როგორც ჩანს, თინას მართლა უყვარს პუტინი და ვერავინ დაუშლის ამას. თუმცა ეროვნული თვითშეგნება და ღირსებაც ხომ არსებობს ამ ქვეყანაზე?
საინტერესოა, რომ თინა არა მხოლოდ პუტინისადმია ასე დადებითად განწყობილი, მის მეგობრებთანაც ახლობლობს. მაგალითად, მისი თავგამოდებული მეგობარია რამზან კადიროვი, კიდევ ერთი ოდიოზური ფიგურა, რომელიც დანარჩენი საზოგადოების აღშფოთებას ხშირად იწვევს.
კადიროვს, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ პუტინი მსოფლიო დონის ადამიანი და მისაბაძი პიროვნებაა, - თინა არაერთხელ სტუმრობდა გროზნოში, მისგან ძვირად ღირებული საჩუქრებიც მიუღია, აქტიური მიმოწერა აქვს და ამ ბოლო დროს მასთან ერთად აიტაცა ახალი მოდა - სპორტული აზიდვები.
თანაც, არა მხოლოდ აზიდვებს აკეთებენ. ''ინსტაგრამზე'' ერთგვარი აქცია დაიწყეს მან, კადიროვმა და მომღერალმა ტიმატიმ. ისინი აზიდვებს ვიდეოზე იწერენ, ავრცელებენ და თავიანთ ნაცნობებს სთხოვენ, მათაც გააკეთონ ათი აზიდვა.
ეს ესტაფეტაა - მორიგი მომხმარებელი გააკეთებს ათ აზიდვას, გადაიღებს, გაუგზავნის ნაცნობს და ა.შ. ამ ახალ მოდას რუსეთის დუმის დეპუტატებიც კი აჰყვნენ, ასევე სენატორები, მათი ცოლები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ.
თინას, როგორც ჩანს, ბევრი თავისუფალი დრო რჩება მას მერე, რაც ტელევიზიაში ისეთი აქტიური აღარ არის, ამიტომაც ტრიბუნად აქვს გადაქცეული სოციალურ ქსელზე თავისი გვერდები.
იქ ყველაფერზე საუბრობს, რაც აქტუალურად მიაჩნია. ''ოსკარების'' გადაცემის ცერემონიასაც გამოეხმაურა და გამოაცხადა, რომ აღშფოთებულია წლევანდელი შედეგებით.
''ძალიან გავბრაზდი, რომ ლეონარდო დიკაპრიოს ისევ არ მისცეს ''ოსკარი''. ყელში ამოვიდა.
თან, ყოველ წელს ერთნაირად ამაზრზენად იქცევიან''. ლეონარდო დიკაპრიოს მისი გამოსარჩლება ნაკლებად სჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით მის ნამდვილ სამშობლოზე, საქართველოზე, რომელსაც გვერდში არასდროს უდგას.
სწორედ თინას უხდება ძალიან გამონათქვამი, ''ვინც იხდის, შამპანურსაც ის უკვეთს''. რუსეთში ნაშოვნი მილიონები და იქ შესმული შამპანური თინასთვის ბევრად მნიშვნელოვანია და დაკვეთებსაც ხუთიანზე ასრულებს.




















